მიწები, წყლები, სასახლეები, ძვირადღირებული სამკაულები, ოქროს საბადოები, ცხენები, გედები და ღამურებიც კი - რა ქონებას ფლობდა ელისაბედ II? - კვირის პალიტრა

მიწები, წყლები, სასახლეები, ძვირადღირებული სამკაულები, ოქროს საბადოები, ცხენები, გედები და ღამურებიც კი - რა ქონებას ფლობდა ელისაბედ II?

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ნარ­ქი ელი­სა­ბედ II, რო­მე­ლიც 8 სექ­ტემ­ბერს გარ­და­ი­ცა­ვა­ლა, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი ქო­ნე­ბის მთა­ვარ ნა­წილს ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა წარ­მო­ად­გენ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას არ გა­აჩ­ნდა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მათ­გან რა­ი­მე სარ­გე­ბე­ლი მი­ე­ღო, რომ აღა­რაფ­რი ვთქვათ მათი გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ნარ­ქის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი და რო­გორც წესი, ისი­ნი მომ­დევ­ნო მე­ფეს გა­და­ე­ცე­მა მემ­კვი­დე­ო­ბით.

დე­დოფ­ლის პი­რა­დი ქო­ნე­ბა "ფორბსის" მიერ 500 მი­ლი­ონ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მეფე ჩარლზ III-ს გა­და­ე­ცე­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მთლი­ა­ნად დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ქო­ნე­ბას, 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლაფ­რის ფასი 88$ მი­ლი­არდს აღე­მა­ტე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, დე­დოფ­ლის ქო­ნე­ბის ფასი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არას­დროს გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლა. რო­გორც Guardian-იი­ტყო­ბი­ნე­ბო­და, დე­დო­ფა­ლი 1970-იან წლებ­ში ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბას ლო­ბი­რებ­და, რომ მისი პი­რა­დი ქო­ნე­ბა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის შეც­ვლის გზით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­ე­ფა­რა, რა­საც იმით ხსნი­და, რომ ამის გამ­ჟღავ­ნე­ბა უხერ­ხუ­ლი იყო.

balmoralstudy-55987-1663315761.jpeg

დე­დოფ­ლის პი­რა­დი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ე­ბი

არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა, რომ სიკ­ვდი­ლი და გა­და­სა­ხა­დე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი რა­მაა, მაგ­რამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მო­ნარ­ქი კა­ნო­ნით თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან.

2015 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სიის მი­ხედ­ვით, დე­დოფ­ლის პი­რა­დი შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო ლან­კას­ტე­რის სა­ჰერ­ცო­გო იყო. ეს კერ­ძო ქო­ნე­ბაა, რო­მე­ლიც გა­მე­ფე­ბუ­ლი მო­ნარ­ქის­თვის შე­მო­სავ­ლის წყა­როს წარ­მო­ად­გენს. ის 652 მი­ლი­ონ ფუნტ სტერ­ლინ­გა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. Times-ის თა­ნახ­მად, იმის გამო, რომ ეს მო­ნარ­ქის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ქო­ნე­ბაა, ის დე­დოფ­ლის ან­დერ­ძში არ გა­მოჩ­ნდე­ბო­და და უბ­რა­ლოდ, მემ­კვიდ­რე­ზე გა­და­ვი­დო­და, გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დის გა­რე­შე.

სა­მე­ფო ოჯა­ხი აგ­რეთ­ვე აგ­რო­ვებს გა­და­სა­ხა­დებს სუ­ვე­რე­ნუ­ლი საგ­რან­ტო აქ­ტი­დან, იგი­ვე გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა ფონ­დი­დან, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ე­ბის მო­სავ­ლე­ლად და სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რო­გო­რი­ცაა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბა. გრან­ტი, წლი­უ­რად, 100 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს.

ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი­სა და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის უზარ­მა­ზა­რი კო­ლექ­ცი­ე­ბი

queen-elisabeth-ii-impressive-art-collection-yeet-magazine-56106-1663315713.jpg

თავ­და­პირ­ვე­ლად, მეფე ჩარლზ I-მა და­ი­წყო ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და მას შემ­დეგ, მისი კო­ლექ­ცია მო­ნარ­ქებს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცე­მა. კო­ლექ­ცი­ა­ში უძ­ვე­ლე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბიც კია მოხ­ვედ­რი­ლი. ფერ­წრის ნი­მუ­შე­ბის კო­ლექ­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის ტრა­დი­ცი­ას ყო­ვე­ლი მმარ­თვე­ლი აგ­რძე­ლებ­და და ამ დრო­ის­თვის დე­დოფ­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში უკვე 150 000 ორი­გი­ნა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. ნა­მუ­შევ­რე­ბის ავ­ტო­რებს შო­რის უნდა იყოს: ლე­ო­ნარ­დო და­ვინ­ჩი, პი­ტერ პოლ რუ­ბენ­სი და რემ­ბრან­ტიც კი.

ელი­სა­ბედ II-ს ფა­ბერ­ჟეს კვერ­ცხე­ბის კო­ლექ­ცი­აც ჰქონ­და, ჯამ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა 600-ია.

სა­მე­ფო ოჯახ­ში მათი შეგ­რო­ვე­ბის ტრა­დი­ცია 1900-იან წლებ­ში და­ი­წყო და 600-ივე მო­ოქ­რო­ვი­ლი კვერ­ცხი 200$ მი­ლი­ო­ნა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

queen-elisabeth-ii-tiara-diamonds-crown-yeet-magazine-56046-1663315713.jpg

დე­დო­ფა­ლი ასე­ვე ფლობ­და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ 530.2-კა­რა­ტი­ან ბრი­ლი­ან­ტის ქვას, რო­მე­ლიც 51$ მი­ლი­ო­ნა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას გა­სა­ო­ცა­რი გვირ­გვი­ნიც ელი­სა­ბედ II-ს ეკუთ­ვნო­და. მას ზუ­ტად 1 333 ბრი­ლი­ან­ტი აქვს და მათი დი­ზა­ი­ნი Rundell & Bridge-მა 1820 წელს შექ­მნა. ის 700 000 $-ადაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. ეს იგი­ვე გვირ­გვი­ნია, რო­მე­ლიც ელი­სა­ბედ II-მ 1953 წელს თა­ვის კო­რო­ნა­ცი­ა­ზე მი­ი­ღო და რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებ­და. (გააგრძელეთ კითხვა)