"პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთი ვეღარ ავსებს ბიუჯეტს" - კვირის პალიტრა

"პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთი ვეღარ ავსებს ბიუჯეტს"

პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთი ვეღარ ავსებს ბიუჯეტს, მიუხედავად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა. აი, ასე ხდება ხოლმე, როცა მთელ დემოკრატიულ სამყაროს უცხადებ ომს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, საბიუჯეტო პრობლემები აქვს უკრაინასაც, მაგრამ იქ ბიუჯეტს ავსებს დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

„მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინამ დაიბრუნა მანამდე რუსეთის ჯარით გაძეძგილი 8000კვ/კმ ტერიტორია, მხოლოდ ხარკოვის მთლიანად გათავისუფლებულ ოლქში 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და აღადგინა კონტროლი რუსეთთან საზღვარზე. ეს უტოლდება რამდენიმე ცხინვალის რეგიონს ან პრაქტიკულად მთელს აფხაზეთს.

ლუგანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გუშინ ოფიციალურად აღიარა, რომ ამ ოლქში, რომელიც მანამდე მთლიანად დაკარგულად ითვლებოდა, მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. სარაკეტო დარტყმები კრივოი როგზე ემსახურებოდა სამხრეთზე შეტევის შენელებას. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელები სამხრეთს ორივე მიმართულებით უტევენ. მარჯვნიდან და მარცხნიდან აქაც უნდა ველოდოთ დიდ გარღვევას. გერმანიამ, როგორც იქნა დააჩქარა არტილერიულ საზენიტო დანადგარების მიწოდება და ახლა აქტიურად იხილავს ტანკების მიწოდების საკითხს. რუსებმა შეაჩერეს ახალი რეზერვების გადასროლა უკრაინაში, სავარაუდოდ ვერ დაკომპლექტების გამო.

პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთი ვეღარ ავსებს ბიუჯეტს, მიუხედავად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა. ამერიკელების შეფასებით წელს რუსეთის ერთიანი ეროვნული პროდუქტი დაეცემა 15%-ით, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა უშუალოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. საბიუჯეტო პრობლემები აქვს უკრაინასაც, მაგრამ იქ ბიუჯეტს ავსებს დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები. რუსი ტურისტების არსებობა ევროპაში უკვე შემცირდა 9-ჯერ. აი, ასე ხდება ხოლმე, როცა მთელ დემოკრატიულ სამყაროს უცხადებ ომს.

ხვალ ამერიკა აცხადებს სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს, სავარაუდოდ მილიარდ დოლარამდე. ხოლო პირველი ოქტომბრიდან ეს დახმარება მრავალგზის გაიზრდება “ლენდ-ლიზის” მეშვეობით“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"