"21 დღის წინ მეორე შვილი შეეძინა, სრულიად ჯანმრთელი იყო" - ბათუმში 28 წლის ქალი თრომბით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"21 დღის წინ მეორე შვილი შეეძინა, სრულიად ჯანმრთელი იყო" - ბათუმში 28 წლის ქალი თრომბით გარდაიცვალა

ბა­თუმ­ში 28 წლის ქალი თრომ­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ლე­ლოს" წევ­რი ირაკ­ლი კუპ­რა­ძე ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლია.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლი მა­რი­ამ კუპ­რა­ძეა, რო­მელ­საც 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

რო­გორც კუპ­რა­ძე წერს, კუპ­რა­ძეს მე­ო­რე შვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 21 დღით ადრე შე­ე­ძი­ნა.

"16 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის დო­ბი­ლი, მე­გო­ბა­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დავ­კარ­გე, მეც, ჩემ­მა სხვა მე­გობ­რებ­მაც, ნა­თე­სა­ვებ­მაც და თა­ვის­მა ორმა პა­წია ბავ­შვმა.

27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად დავ­ფიქ­რდი, რომ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შევ­ცვა­ლო" - წერს კუპ­რა­ძე.