"ეს ამყარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს ეს რეგიონი უძველესი, პრეისტორიული ადამიანის დასახლების ადგილია ევროპაში" - ოროზმანის აღმოჩენას BBC -ი ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ეს ამყარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს ეს რეგიონი უძველესი, პრეისტორიული ადამიანის დასახლების ადგილია ევროპაში" - ოროზმანის აღმოჩენას BBC -ი ეხმაურება

ამ ცოტა ხნის წინ ambebi.ge წერ­და, რომ დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ოროზ­მან­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ 1.8 მლნ წლით და­თა­რი­ღე­ბულ ფე­ნებ­ში ად­რე­უ­ლი ჰომო ერექ­ტუ­სის ქვე­და ყბის კბი­ლი, მე-4 პრე­მო­ლა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა. არ­ქე­ო­ლო­გი­ი­სა და პრე­ის­ტო­რი­ის ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის შე­ფა­სე­ბით, ეს სენ­სა­ცი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნაა. მომ­ხდარს უკვე ბრი­ტა­ნუ­ლი მა­უ­წყე­ბე­ლი BBC -ი ეხ­მა­უ­რე­ბა.

"არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში 1.8 მი­ლი­ო­ნი წლის წი­ნან­დე­ლი კბი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ად­რე­ულ სა­ხე­ო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რაც, მათი თქმით, ამ­ყა­რებს მო­საზ­რე­ბას, რომ ეს რე­გი­ო­ნი უძ­ვე­ლე­სი პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ადა­მი­ა­ნის და­სახ­ლე­ბის ად­გი­ლია ევ­რო­პა­ში და შე­საძ­ლოა, აფ­რი­კის გა­რე­თაც", - ვკი­თხუ­ლობთ ვებგ­ვერ­დზე.

ოროზ­მა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­ის და პა­ლე­ო­ან­თრო­პო­ლო­გი­ის სა­ვე­ლე სკო­ლის გა­თხრე­ბის ჯგუ­ფის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის არ­ქე­ო­ლო­გი, გი­ორ­გი ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი ექ­სპე­დი­ცი­ის შე­სა­ხებ Newsday-ს ესა­უბ­რა.

"ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა, რომ გა­თხრე­ბის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე კვი­რას, ჰომო ერექ­ტუ­სის კბი­ლი ვი­პო­ვეთ. ეს ამა­ღელ­ვე­ბე­ლი აღ­მო­ჩე­ნა იყო", - ამ­ბობს ის.

orozmani2-1663399608.jpg

იმის გამო, რომ დმა­ნის­სა და ოროზ­მანს შო­რის 20 კი­ლო­მეტ­რია და ისი­ნი ერთი მდი­ნა­რის ხე­ო­ბას ეკუთ­ვნი­ან, ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ას­კვნის, რომ "ამ აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ უკვე შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ, რომ ამ რე­გი­ონ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო ვრცელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყ­ვნენ გან­სახ­ლე­ბუ­ლი და არ­ქე­ო­ლო­გებს უფრო მეტი ტე­რი­ტო­რია ექ­ნე­ბათ შე­სას­წავ­ლი, ვიდ­რე ელოდ­ნენ." (გააგრძელეთ კითხვა)