მეწარმე მეუღლე, სოლიდური მემკვიდრეობა და პრემიერის მრჩევლობიდან აღებული 36 ათასი - ირაკლი სესიაშვილის ოჯახი, ქონებრივი მდგომარეობა და მრავალფეროვანი ბიოგრაფია - კვირის პალიტრა

მეწარმე მეუღლე, სოლიდური მემკვიდრეობა და პრემიერის მრჩევლობიდან აღებული 36 ათასი - ირაკლი სესიაშვილის ოჯახი, ქონებრივი მდგომარეობა და მრავალფეროვანი ბიოგრაფია

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბი­დან, ვინც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. არა­სო­დეს და­წე­რი­ლა მისი მე­უღ­ლი­სა შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში.

პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი, ჟურ­ნა­ლის­ტი და სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში 2012 წელს მო­ვი­და, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ჩა­ი­ბა­რა.

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბი­ოგ­რა­ფია აქვს - 1995 წელს სე­სი­აშ­ვილ­მა და­ამ­თავ­რა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფა­კულ­ტე­ტი. 1996 წელს ჰა­ი­დელ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გერ­მა­ნის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი, 1997 წელს კი ჰამ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი.

1995–1996 წლებ­ში იყო გერ­მა­ნუ­ლი ჟურ­ნალ „Kaukasische Post“–ის რე­დაქ­ტო­რი. შემ­დეგ მუ­შა­ობ­და ჟურ­ნალ "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" რე­დაქ­ტო­რად, იყო ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გერ­მა­ნუ­ლი ენის ლექ­ტო­რი...

ses-1663400155.jpg

სე­სი­აშ­ვი­ლი არის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ავ­ტო­რი, ესე­ნი: "ქარ­თუ­ლი ჯარი კა­ნონ­სა და სი­ნამ­დვი­ლეს შო­რის", "წვე­ვამ­დელ­თა უფ­ლე­ბე­ბი", "ჯა­რის­კაც­თა უფ­ლე­ბე­ბი", "ოფი­ცერ­თა უფ­ლე­ბე­ბი", "ჯარი და დე­მოკ­რა­ტია", "სამ­ხედ­რო მომ­სა­ხუ­რე­თა უფ­ლე­ბე­ბი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ნი ეუ­თოს ქვეყ­ნებ­ში".

2012-2020 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. 2021 წლის 13 მა­ისს და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში.

ses2-1663400155.jpg
თი­ნა­თინ კი­კი­ლაშ­ვი­ლი

ოჯა­ხი:

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თი­ნა­თინ კი­კი­ლაშ­ვი­ლია. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - და­ვით და ლაშა სე­სი­აშ­ვი­ლე­ბი. და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავს მე­უღ­ლე ელე­ნე გვა­სა­ლია. წყვილს ერთი შვი­ლი ჰყავს. და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი სუს-ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის 2020 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ მის­მა ვაჟ­მა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბი­სას 2019 წელს 10 405 ლარი მი­ი­ღო.

და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თადსე­სი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ასე­ვე მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ვი­გებთ, რომ კი­კი­ლაშ­ვი­ლი მხატ­ვრო­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. "ფე­ის­ბუქ­ზე" ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­კუ­თა­რი ნა­ხა­ტის ფო­ტო­ებს. (გააგრძელეთ კითხვა)