ირაკლი კობახიძის დედა "ტვ პირველს" უჩივის - რას ედავება თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას? - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძის დედა "ტვ პირველს" უჩივის - რას ედავება თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის დედა, პრო­ფე­სო­რი თა­მარ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი "ტვ პირ­ველს" არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის. ინ­ფორ­მა­ცი­ას "იმე­დი­ნი­უ­სი" ავ­რცე­ლებს.

სა­უ­ბა­რია გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში გა­სულ სი­უ­ჟეტ­ზე, რო­მე­ლიც თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ყალ­ბი დიპ­ლო­მის გა­ცე­მას ეხე­ბო­და. სი­უ­ჟეტ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­კა­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ხელს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის დე­დის­კენ იშ­ვერს და ამ­ბობს, რომ სწო­რედ მის გამო ხდე­ბო­და ამ თე­მა­ზე დუ­მი­ლი.

"ზა­ა­ლიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სი­უ­ჟეტ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ყო­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა სიც­რუ­ე­ზე იყო აგე­ბუ­ლი. მისი თქმით, რე­პორ­ტაჟ­ში ფაქ­ტე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ა­მა­ხინ­ჯეს, თით­ქოს მან თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ გა­ცე­მუ­ლი ყალ­ბი დიპ­ლო­მის ნამ­დვი­ლო­ბა ხელ­მო­წე­რით და­ა­დას­ტუ­რა.

ზა­ა­ლიშ­ვი­ლის თქმით, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მისი და მისი შვი­ლის - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა იყო. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცნო­ბი­ლი 20 სექ­ტემ­ბერს გახ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია "იმე­დი­ნი­უ­სის" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.