იოანე ბაგრატიონი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის სისხლით ნათესავია - კვირის პალიტრა

იოანე ბაგრატიონი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის სისხლით ნათესავია

წლის 8 სექ­ტემ­ბერს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ნარ­ქი ელი­ზა­ბედ II 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. „ეპო­ქის და­სას­რუ­ლი“ - ასე შე­ა­ფა­სა მსოფ­ლი­ომ დე­დოფ­ლის სიკ­ვდი­ლი... ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია ორ­შა­ბათს, 19 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის, ელი­სა­ბედ მე­ო­რეს დაკ­რძალ­ვა ორ­შა­ბათს გა­ი­მარ­თე­ბა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 500 სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რი და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა ჩავა. ვეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო, სა­დაც დე­დოფ­ლის სა­სახ­ლეა დას­ვე­ნე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 2200 ადა­მი­ანს იტევს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ალ­ბათ არც იცის, რომ ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ის შთა­მო­მა­ვა­ლი მ.ს.უ. პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნი ერ­თა­დერ­თი ბაგ­რა­ტი­ო­ნია, რო­მე­ლიც ინ­გლი­სის დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-ის სის­ხლით ნა­თე­სა­ვია.

იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი, მას შემ­დეგ, რაც ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გურ­ზე იქორ­წი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს... წყვილს 2021 წლის იან­ვარ­ში, ნათ­ლის­ღე­ბას, ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. იო­ა­ნემ პირ­ველ შვილს, მა­მის ბაგ­რატ ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის სა­ხე­ლი და­არ­ქვა. პრინ­ცის მამა 2017 წელს ეს­პა­ნეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

Ambebi.ge-მ პრინ­ცის იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნის დე­დო­ფალ­თან ნა­თე­სა­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბე­ბი მო­ი­ძია. წლე­ბის წინ ემიგ­რა­ცი­ა­ში იძუ­ლე­ბით გა­და­სახ­ლე­ბულ­მა მ.ს.უ. ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა მე­ო­რედ, 1946 წელს, ეს­პა­ნე­თის და ბა­ვა­რი­ის პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ბა­ვა­რია ი დე ბორ­ბონ­ზე იქორ­წი­ნა. ეს იყო სა­მე­ფო დი­ნას­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა, რო­მელ­მაც გა­ა­ერ­თი­ა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ბაგ­რა­ტო­ვან­თა დი­ნას­ტია ევ­რო­პულ ბორ­ბონ­თა და ვი­ტელსბა­ხე­ბის დი­ნას­ტი­ებ­თან.

ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნის მე­ო­რე ცოლი მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ბა­ვა­რია ი დე ბორ­ბო­ნი იყო ეს­პა­ნე­თის და საფ­რა­ნე­თის სა­მე­ფო გვა­რის ბორ­ბო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, ასე­ვე ბა­ვა­რი­ის 10 სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ვი­ტელსბა­ხე­ბის სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის და ავ­სტრი­ის სა­იმ­პე­რა­ტო­რო დი­ნას­ტი­ის ჰაბსბურ­გე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლდათ. პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დე­სი ასე­ვე ატა­რებ­და ეს­პა­ნე­თის ინ­ფან­ტას ტი­ტულს. ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლის პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დეს­თან ქორ­წი­ნე­ბამ სის­ხლით და­ა­ნა­თე­სა­ვა ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტია ევ­რო­პულ სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ებ­თან, მათი ერ­თა­დერ­თი მამ­რო­ბი­თი ხა­ზით შთა­მო­მა­ვა­ლი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ორი იბე­რი­ის სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ებს.

სწო­რედ ამ ქორ­წი­ნე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნის და დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-ის სის­ხლით ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი. ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი იო­ა­ნე, მისი დიდი ბე­ბი­ის ავ­სტრი­ის მთა­ვარ­ჰერ­ცო­გი­ნი­ას მა­რია-ქრის­ტი­ნა ჰაბსბურ­გე­ბის დი­ნას­ტი­უ­რი ხა­ზით დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-ის ნა­თე­ა­სა­ვია და ორი­ვე, დიდი ბრი­ტა­ნე­თის და ირ­ლან­დი­ის მეფე ჯორჯ II-ს (George II of Great Britain and Ireland, né 1683) შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან. ასე­ვე, ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გის მხრი­დან, ისი­ნი იზი­ა­რე­ბენ სა­ერ­თო წი­ნაპ­რებს ჰეს-დარმსტა­დტ-ის (Grand Ducal House of Hesse-Darmstadt) დიდი სა­ჰერ­ცო­გო სახ­ლი­დან.

მ.უ. დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II-ის და მ.ს.უ. პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნის გე­ნე­ა­ლო­გი­ის ხე:

წყა­რო: Burke’s Royal Families of the World; Vol 1 (1977)

123-1663573906.png

ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯახ­თან სის­ხლით ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რის შე­დე­გად, იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ებს შო­რის არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რა­საც მოწ­მობს ლე­გი­ტი­მა­ცი­ის შე­სა­ხებ 2011 წლის 1 იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია “1701 წელს ინ­გლი­სის პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი, სო­ფია ჰა­ნო­ვა­რის ‘სა­მემ­კვიდ­რეო აქ­ტის’ სა­ფუძ­ველ­ზე

(Act of Settlement 1701; წყა­რო: https://www.parliament.uk/about/living-heritage/evolutionofparliament/parliamentaryauthority/revolution/collections1/parliamentary-collections/act-of-settlement/).

ბრი­ტა­ნე­თის ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რე­ბი, 2011 წლის 1 იან­ვრის მო­ნა­ცე­მით:

http://www.wargs.com/essays/succession/2011.html

წყა­რო: ის­ტო­რი­კო­სი უი­ლი­ამ ად­დამს რე­იტ­ვი­ესნერ (William Addams Reitwiesner)

(მო­ნა­ცე­მე­ბი ახ­ლდე­ბა ყო­ველ 20 წე­ლი­წად­ში)

მ.ს.უ. პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნი მ.უ. დიდი ბრი­ტა­ნე­თის და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მეფე ჩარლზ III-ს მეშ­ვი­დე ბი­ძაშ­ვი­ლია, ისი­ნი იზი­ა­რე­ბენ სა­ერ­თო წი­ნა­პარს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მეფე ჯორჯ II-ის სა­ხით King George II of Britain (1683-1760).

screenshot-1-42373-1663573962.jpg

იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ­მა, დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მეფე ჩარლზს სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეც გა­მოქ­ვეყ­ნდა...

ბა­თუ­მი, 9 სექ­ტემ­ბე­რი 2022

თქვე­ნო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბავ,

ჩემს ოჯახ­თან ერ­თად, გად­მოგ­ცემთ ჩვენს ღრმა მწუ­ხა­რე­ბას და სამ­ძი­მარს თქვე­ნი ძვირ­ფა­სი დე­დის, მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

უსა­ზღვროდ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დით მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის მი­მართ, სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა იმ მა­რა­დი­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში, რო­მელ­საც მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ტო­ვებს ამ სამ­ყა­რო­ში.

ჩვენს ლოც­ვებ­ში ვიხ­სე­ნი­ებთ თქვენს უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბას, სა­მე­ფო ოჯახს და თქვე­ნი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ მყოფ ხალ­ხს.

უღ­რმე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით

prince-juan-bagration-letter-of-condolenc-1663574047.png

screenshot-2-42442-1663574066.jpg

ქა­ვერ­ზე ფო­ტო­ე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლია:

დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II, ფო­ტოგ­რა­ფი სე­სილ ბი­ტო­ნი (Cecil Beaton) 1953 წელი

მ.ს.უ. პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნი, ფო­ტოგ­რა­ფი ირმა შა­რი­ქა­ძე, ალა­ვერ­დის მო­ნას­ტე­რი, 2019 წელი

ambebi.ge

ავტორი: ნინო გიგიშვილი