"ცეცხლი სახლში მყოფ ადამიანებს გაუხსნა... დაჭრილებს შორის სტუმრებიც არიან" - კიკეთში მომხდარი სროლის ახალი დეტალები: რას ჰყვებიან ადგილობრივები? - კვირის პალიტრა

"ცეცხლი სახლში მყოფ ადამიანებს გაუხსნა... დაჭრილებს შორის სტუმრებიც არიან" - კიკეთში მომხდარი სროლის ახალი დეტალები: რას ჰყვებიან ადგილობრივები?

კი­კეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი

კი­კეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის საქ­მე­ზე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სა­ვა­რა­უ­დო დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირი, რო­მელ­მაც 5 ადა­მი­ანს ცე­ცხლი გა­უხ­სნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვა­დაც კი­კეთ­ში ცხოვ­რობს.

და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მყოფ ადა­მი­ა­ნებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა, დაჭ­რი­ლებს შო­რის სახ­ლში მყო­ფი სტუმ­რე­ბიც არი­ან. მას შემ­დეგ რაც გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, თავ­დამ­სხმე­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ასე­ვე და­ტო­ვეს სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის ოჯა­ხის წევ­რებ­მაც.

რო­გორც ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც მი­ყო­ლე­ბით 15-მდე გას­რო­ლის ხმა გა­ი­გო­ნა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­დაჰ­ყავ­დათ, რა დრო­საც გარ­და­იც­ვა­ლა.