"ბარის მეპატრონეს იმედები გავუცრუე, რადგან არ მინდოდა ხელი მომეწერა ფურცელზე, წარწერით "დიდება უკრაინას" - რას წერს ქართველებზე განაწყენებული ქსენია სობჩაკი? - კვირის პალიტრა

"ბარის მეპატრონეს იმედები გავუცრუე, რადგან არ მინდოდა ხელი მომეწერა ფურცელზე, წარწერით "დიდება უკრაინას" - რას წერს ქართველებზე განაწყენებული ქსენია სობჩაკი?

15 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი ქსე­ნია სობ­ჩა­კი ეწ­ვია. მისი თქმით, ეს მხო­ლოდ პი­რა­დი ვი­ზი­ტი იყო. სობ­ჩა­კი ბევ­რი სხვა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის­გან გან­სხვა­ვე­ბით სა­ზღვარ­ზე მარ­ტი­ვად შე­მო­უშ­ვეს. რაც შე­ე­ხე­ბა მისი აქ ყოფ­ნის ამ­სახ­ველ ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლას, ორი დღის მან­ძილ­ზე თა­ვად არა­ფე­რი გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია. ვრცე­ლი პოს­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე მხო­ლოდ დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მას შემ­დეგ, რაც და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა...

ქსე­ნია სობ­ჩა­კი:

- თბი­ლის­ში ორ­დღი­ან­მა მივ­ლი­ნე­ბამ ბევ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა. ჯერ ერთი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო. პარ­ლა­მენ­ტთან მა­მა­ჩე­მის ძეგლი დგას. მან პირ­ველ­მა თქვა სი­მარ­თლე 1989 წელს სსრკ-ში თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. ამ ად­გილ­თან კავ­შირს ვგრძნობ. აქ ცხოვ­რო­ბენ ჩემი მე­გობ­რე­ბი და მათ­გან ბევ­რი წა­ვი­და 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ.

რა მო­მე­წო­ნა: იო­გას ვა­კე­თებ­დი, პირ­ვე­ლად ვნა­ხე "ლიფ­ტი ფუ­ლის­თვის" - რო­დე­საც ლიფ­ტის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად მო­ნე­ტის ჩაგ­დე­ბა გჭირ­დე­ბათ და აი, ჩემი საყ­ვა­რე­ლი სას­ტუმ­რო ლა­მა­ზი ინ­ტე­რი­ე­რით...

რა მე­წყი­ნა: ბევ­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი წარ­წე­რა რუ­სეთ­ზე და ჟურ­ნა­ლის­ტის სურ­ვი­ლი, რომ უნდა გა­ვა­კე­თო გან­ცხა­დე­ბა ჩემი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ. ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბებს არ ვმა­ლავ, მაგ­რამ სამ­შობ­ლოს „ექ­სპორ­ტის­თვის“ გა­კი­ცხვა ჩემი არ არის. ამა­ში რა­ღაც არას­წო­რია. მე არა­ვის არ ვაკ­რი­ტი­კებ, უბ­რა­ლოდ ასე ვგრძნობ თავს.

ბარ­ში რუ­სე­ბის­თვის ვი­ზე­ბია, მე "იმე­დე­ბი გა­ვუც­რუე" მე­პატ­რო­ნეს, რომ არ მინ­დო­და ხელი მო­მე­წე­რა ფურ­ცელ­ზე წარ­წე­რით "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას". სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას არ ეს­მის, რომ მი­ლი­ტა­რიზ­მი­სა და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ყოფ­ნა, არ ნიშ­ნავს შენ­თვის უცხო სა­ხელ­მწი­ფოს გან­დი­დე­ბის სურ­ვილს.

მა­ში­ნაც კი, თუ მარ­თლა თა­ნა­უგ­რძნობ მათ და­ნა­კარგს. მოკ­ლედ, თბი­ლი­სი ლა­მა­ზია, მაგ­რამ ხალ­ხი ყველ­გან ხალ­ხია. ბევ­რს უნდა და­ყო­ფა მე­გობ­რე­ბად და მტრე­ბად, ვინც წა­ვი­და და ვინც დარ­ჩა და ა.შ. ეს არ არის ჩემ­თვის ახ­ლო­ბე­ლი, მაგ­რამ აქ ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე გა­ვი­ცა­ნი და ესეც გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლია... (წყარო)