„გოგაშვილის საქციელი შეიცავს­ უცხოეთის დაზვერვის მიერ გადაბირებული პირის ქმედებების ნიშნებს“ - კვირის პალიტრა

„გოგაშვილის საქციელი შეიცავს­ უცხოეთის დაზვერვის მიერ გადაბირებული პირის ქმედებების ნიშნებს“

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე­ იოსებ­ გოგაშვილი გზავნის წერილებს საკნიდან არჩევნების გაყალბების სქემებზე, ტოტალურ მოსმენებზე,­ შს მინისტრის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან, აფგან მუხთარლის, თემირლან­ მაჩალიკაშვილის საქმეებზე...­ უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ გოგაშვილის ქმედება ხელისუფლებისა­ და სპეცსამსახურების დისკრედიტაციაზეა­ გათვლილი. "ეს ქმედებები თანწყობილია საქართველოში­ დესტაბილიზაციით დაინტე­რესებული სახე­ლ­მწიფოების ქმედებებთან", - გვეუბნება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით­ კუხალაშვილი­.

- გოგაშვილის დასაკავებლად ბინძური და უკანონო სპეცოპერაცია არ ჩატარებულა, რადგან თვითონ აცხადებს, რომ მას უკანონოდ აქვს მოპოვებული ვიდეო და აუდიოჩანაწერები. ეს ნიშნავს, რომ ეს მონაცემები უწყებას მოპარა ან თავისი სურვილით, ან უცხო ქვეყნის დაზვერვის, კრიმინალური და ფინანსური წრეების დაკვეთით. რაც შეეხება დაკავების პროცესსა და მის შემდგომ პერიოდს, გოგაშვილის ოჯახის წევრები აქტიურ პროვოკაციულ-დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევიან­ სახელმწიფოსა­ და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. შესაბამისად, 12 აგვისტოს პირველი ხმაურიანი სტატია, 16 ივლისს განხორციელებული­ ბინძური და უკანონო სპეცოპერაციის შესახებ, შეიძლება დეზინფორმაციად იქნეს­ აღქმული, რომლის მიზანია ხელისუფ­ლებისა და სამართალდამცავი­ სტრუქტურების კომპრომეტაცია. ადვოკატების ინფორმაციაც,­ გოგაშვი­ლთან ციხეში მობილური ტელეფონით­ შს მინისტრის დაკავში­რებისა და მუქარის შესახებ, დიდი ალბათობით, იმავე მიზნებს უკავშირდება... მოგეხსენებათ, შს მინისტრისთვის ცნობილია სამეცნიერო-ტექნიკური დაზ­ვერვის, ფინანსური, სამხედრო და კრიმი­ნალური წრეებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული დანაშა­ულებრივი დაჯგუფებების ტექნიკური შესაძლებლობები­. შესაბამისად, მობი­ლური კავ­შირით მუქარის­ გადაცემა შს მინისტრის წინააღმდეგ მაკომპრომეტირე­ბელ­­­ მასალად­ გამოყენების რისკს შეიცავდა... დარწმუნებ­ული ვარ, მინისტრმა­ იცის, რომ ის ზემოთ ­ჩა­მო­თვლილი ჯგუფების მიერ დეტალურად შესწავ­ლის ობიექტია სწორედ კომპრომეტაციისთვის...

- გოგაშვილი პანკისის სპეცოპერაციაზეც პასუხისმგებლობას გომელაურს აკისრებს, ამბობს, რომ შავნაბადას სპეცრაზმი მას ექვემდებარებოდა და ბრძანების გამცემიც ის იყო.

- გოგაშვილი სპეციალური სამსახურის მეორე პირი იყო, პირდაპირი პასუხისმგებელი აგენტურულ-ოპერატიულ საქმიანობაზე, მათ შორის ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების გამოყენების კონტროლზე. შესაბამისად, მას ჰქონდა ამ ინფორმა­ციით მანიპულირების შესაძლებლობა. განვითარებული პროცესებისა და ფაქტების ერთობლიობა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გოგაშვილი ახდენდა­ დოკუმენტების, ვიდეო და აუდიომასალის დუბლირებას, მეტიც, როგორც არაპროფე­სიონალებს ახასიათებს, "მე ვარ და ჩემი ნაბა­დის" პრინციპით რეგისტრირებულ დოკუმენტებს იპარავდა. პირი, რომელსაც სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე­ წვდომის განუსაზღვრელი უფლებამოსილება აქვს, უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მნიშვნელოვანი სამიზნეა - გოგაშვილის საქციელი­ შეიცავს უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მიერ გადაბირებული პირის ქმედებების ნიშნებს... მე მაშინ სუს-ში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიყავი. გოგაშვილმა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მეშვეობით შემო­მითვალა, რომ შეხვედრა სურდა. შეხვედრის დროს მითხრა, ჩემი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებისთვის თავი დამენებებინა, ანუ არ მიმეწოდებინა ის ინფორმაციები სახელმწიფოსთვის, რისი მოპოვებაც ჩემს კომპეტენციაში შედიოდა. ჩემი მოვალეობა იყო უცხო ქვეყნების სადაზვერვო ქმედებების, ტერორიზმის, კორუფციის, საბოტაჟისა და სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებების დროული გამოვლენა­ და აღკვეთა. გოგაშვილს ვუთხარი, რომ მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი და თუ რაიმე იყო შესაცვლელი, ოფიციალურად გამოეცა ბრძანება, თუ კანონიერი იქნება, დავემორჩილები-მეთქი. ამით დასრულდა ეს შეხვედრა. როგორც ჩანს, გოგაშვილი ყველაფერს თავისი მიზნებისთვის იყენებდა... მე არ შემისრულებია მისი განკარგულება და სანამ შესაძლებელი იყო, გავაგრძელე ჩემი მოვალეობის შესრულება. მაშინ ოფიციალურად მივმართე უწყების პირველ­ პირს, ქვეყანაში არსებული­ საგანგაშო მდგომარეობის შესახებ (რომე­ლიც ძირს უთხრიდა სახელმწიფოს და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას), ვთხოვდი, პირადად შემხვედროდა,­ რათა ეს ყველაფერი ამეხსნა. არც შეხვედრა შედგა და არც რეაგირება მომხდარა. ამას მოჰყვა რაღაც კომბინაციის ჩატარება, რის გამოც სისტემის მიღმა დავრჩი...­ ეს დოკუმენტაცია რეგისტრირებულია, ჰაერზე არ გესაუბრებით... ალბათ, რეაგირება რომ მოჰყოლოდა, მეტის თქმას შევძლებდი და თავიდან იქნებოდა აცილებული ის, რაზეც დღეს ერთი ამბავია ატეხილი. გარკვეულწილად, ეს ინფორმაცია შეიცავს საიდუმლო ხასიათს და არ მაქვს უფლება ვისაუბრო. როგორც მამხილებელს, შემიძლია იმაზე მეტი ინფორმაცია მივაწოდო გამოძიებას, რაზეც დღეს ის სავარაუდოდ მუშაობს... იმ პერიოდში, 2015 წელს, გენინსპექციაში დამიბარეს და ადვოკატთან ერთად მივეცი ახსნა-განმარტება. იმდენად მძიმე ინფორმაცია მივაწოდე, სათანადო რეაგირება რომ მოჰყოლოდა, მაშინვე დისციპლინარული დევნა რომ დაწყებულიყო, უნდა მოჰყოლოდა მაღალი რანგის თანამდებობის პირების თანამდებობიდან ჩამოცილება გამოძიების დასრულებამდე მაინც, მათ შორის - გოგაშვილის. ეს, რეალურად, სახელმწიფოს ძალიან ბევრ საფრთხეს ააცი­ლებდა თავიდან...

რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, გოგაშვილი წერილში მიანიშნებს, რომ შავნაბადას სპეცრაზმი მას არ ექვემდებარებოდა და ვერ გასცემდა ბრძანებას. მას ავიწყდება, რომ სპეცსამსახური სპეცრაზმს იყენებს განსაკუთრებულ შემთხვევებში და ეს გადაწყვეტილება მიიღება აგენტურულ-ოპერატიული ძალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენების შედეგად მიღებული ოპერატიული ინფორმაციის ანალი­ზის შედეგად. გამოდის, გადაწყვეტილების აღმსრულებელს მიეწოდა არასწორი, დაუსაბუთებელი, დეზინფორმაციული ანალიტიკური­ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო­ არაპროფესიონალიზმით (თავის გამოჩენის სურვილით - როგორც აგენტს, ისე ოპერატიულ თანამშრომელს შეეძლო დეზინფორმაციის მოწოდება, რომელიც სათანადოდ არ გადაუმოწმებიათ). შესაბამისად, შედეგის საფუძველი სპეცრაზმის ქმედებაში­ არ უნდა ვეძიოთ. სამიზნე ობიექტისგან მომდინარე საფრთხეები სწორად აღწერილი რომ ყოფილიყო, სპეცრაზმის თანამშრომელი სხვაგვარად იმოქმედებდა და თავიდან იქნებოდა აცილებული უმძიმესი ფატალური შედეგი. ღია წყაროებში არსებული მონაცემების ანალიზი მაძლევს საშუალებას ვივარაუდო, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავება ნებისმიერ გამოცდილ ოპერატიულ თანამშრომელს შეეძლო.

- ექსჩინოსანი აცხადებს, რომ გომელაური რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და შეფებს ხვდებოდა...

- ყველა სახელმწიფო სტრატეგი­ულ პარტნიორ სახელმწიფოსთან ურთიერთობის­ გარდა ფარულად აბამს კავშირურთიერთობას მტრულ სახელმწიფოებთანაც. ამ პროცესის კოორდინატორი სადაზვერვო სამსახურია, ხოლო მასში­ მონაწილეობენ დიპლომატიური კორპუსი, სახელმწიფო მოხელეები, მაღალი ავტორიტეტის მქონე სასულიერო პირები, პოლიტიკური ლიდერები, ფინანსური წრეების, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. ეს არის პირთა წრე, რომელიც მუშაობს საიდუმლოების მაღალი გრიფით სახელმწიფოს ინტერესე­ბის შესაბამისად და მათ სახელმწიფო დაცვის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს. მათი მარშრუტები და შეხვედრები საიდუმლოა და ყველა პირს, პროფესიის მიუხედავად, რომელიც ჩართულია დაცვის მაღალი ხარისხის მქონე პირების გადაადგილებაში, ოპერაციის ჩატარებისას და მის შემდგომაც სანდოობაზე ამოწმებენ, ვინაიდან ისინი ფლობენ სრულიად საიდუმლო ინფორმაციას... სავარაუდოდ, გოგაშვილი აქვეყნებს სრულიად საიდუმლო მონაცემებს, რაც აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს. თვითონ­ ამ რგოლში წარმოადგენდა ერთ-ერთ ჭანჭიკს, რაც მან, ჩანს, ვერ გააცნობიერა.

- გოგაშვილი უკანონო მოსმენებზეც წერს და აღნიშნავს, რომ უსმენენ ყველას...

- ამასთან, ამბობს, რომ თანამშრომლების მეშვეობით სრულიად საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა შს მინისტრს, ასევე სხვა არაუფლებამოსილ პირებს. ეს ნიშნავს­, რომ თვითონ არღვევდა საიდუმლოების დაცვის რეჟიმს. ამ ფაქტის ნამდვილობის დადგენა შესაძლებელია მასთან კავშირზე მყოფი თანამშრომლების მეშვეობით. განსახილველია ახალი ვერსიაც, ხომ არ მიეწოდებოდა აღნიშნული ინფორმაცია უცხო ქვეყნის დიპლომატიურ კორპუსსაც? ვიპ-პერსონების მოსმენა ყოველთვის იყო, არის და იქნება აუცილებელი, თუ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხე ექმნება და ეს პერსონები ამ პროცესებში მონაწილეობენ. თუ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, მოსმენა დანაშაულია.

- რას ემსახურება მხილებების სერია, რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს გოგაშვილს?

- როგორც მოგახსენეთ, გოგაშვილის მხილებები ემსახურება ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების დისკრედიტაციას. მისი ქმედებები თანწყობილია საქართველოში დესტაბილიზაციით დაინტერესებული სახელმწიფოების ქმედებებთან. სახეზეა ქვეყანაში და მის გარეთ ისეთი საზოგადოებრივი აზრის მობილიზების მცდელობა, რომელიც, დიდი ალბათობით, შეიცავს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ორგანიზებისათვის მზადების ნიშნებს. უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესების შესაბამისი პროპაგანდა, დეზინფორმაციული ნაკადების განსაკუთრებული სიჭარბე.

- გომელაურმა გოგაშვილის ბრალდებებს­ ზღაპრები უწოდა, გოგაშვილი კი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები, რომელთაც ეტაპობრივად წარმოადგენს. არ გამორიცხავენ, რომ მან ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნოს. ამ ფაქტებზე რატომ არ იწყება გამოძიება?

- თუკი გოგაშვილის მოყვანილ ფაქტ­ებში გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს, გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. საკითხავია, ეს ფაქტები ნამდვილია თუ არა, არსებობს თუ არა თუნდაც ერთი დოკუმენტი, რომლითაც გოგაშვილმა შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის მიმართა. თუ ასე არ არის, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის დეზინფორმაციას ავრცელებს. ნებისმიერ ინფორმაციაზე უნდა არსებობდეს ოფიციალურად რეგისტრირებული დოკუმენტი, რითაც მან თავის ზემდგომს ან შესაბამის სტრუქტურას მიმართა. ამით მას შეუძლია თავი იმართლოს, თუ არა აქვს, მაშინ იტყუება. თუ გოგაშვილი ხედავდა, რომ მისი ზემდგომი უკანონო განკარგულებებს გასცემდა ან თავად ასრულებდა, სჩადიოდა დანაშაულს ან მას ფარავდა, მას ჰქონდა კანონით მინიჭებული ვალდებულება, რომ რეაგირება მოეხდინა. თუ ეს არ გაუკეთებია, მაშინ ტყუის.

- გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაყადაღებული ქონება 15 მილიონს შეადგენს. რა გზით შეეძლო ამხელა ქონების დაგროვება?

- რამდენიმე ვარიანტიდან ორს ვიტყვი: კორუფციით და უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობით. ეს იყო პირი, რომლის ხელშიც გადიოდა ყველა ინფორმაციული ნაკადი და შეეძლო ნებისმიერ დროს თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. გოგაშვილი აშანტაჟებს ხელისუფლებას, თუმცა, ვფიქრობ, მას არანაირი კოზირი არ გააჩნია. თუ იმას იტყვის, რომ მას ამ საქმეებს აკეთებინებდნენ, ამაზე­ პასუხია - მიმართა თუ არა ოფიციალურად რომელიმე უწყებას, რომელსაც ამ საქმეზე რეაგირება ევალებოდა? რასაც ამბობს, ყველაფერი იყო თუ არა რეგისტრირებული? მას ჰქონდა მეორე თავდაცვის საშუალებაც - ოფიციალურად დაერეგისტრირებინა ის ქმედებები, რასაც აკეთებდა, რათა ისინი გამოეყენებინა როგორც მტკიცებულების მქონე ძალის დოკუმენტები. გოგაშვილს ეს დოკუმენტები რომ ჰქონდეს, მაშინ ასე არ ილაპარაკებდა.