უკრაინელებმა სვატოვოში რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურეს - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა სვატოვოში რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში, ქალაქ სვატოვოს ავტოსადგურზე, სადაც ოკუპანტების ბაზა იყო განთავსებული, დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი „ტელეგრამში“ წერს.

”სვატოვო - ჩვენს მიწაზე ორკებს მოსვენება არსად ექნებათ”, - აცხადებს გუბერნატორი.

ცნობისათვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის 13 ადგილს დაარტყა. გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა რუსების კუთვნილი ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი „კა-52“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

"ინტერპრესნიუსი"