"ნიკა წულუკიძე ჩემი სტუდენტი იყო, ერთხელ ვკითხე, რატომ გადმოხვედი ამ ფაკულტეტზე - მეთქი" - რას წერს ქეთევან კიკნაძე სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ნიკა წულუკიძე ჩემი სტუდენტი იყო, ერთხელ ვკითხე, რატომ გადმოხვედი ამ ფაკულტეტზე - მეთქი" - რას წერს ქეთევან კიკნაძე სოციალურ ქსელში?

სახელოვანი მსახიობი ქეთევან კიკნიძე ნიკოლოზ წულუკიძეს სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის:

ნიკა წულუკიძე ჩემი სტუდენტი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში,სამსახიობო ფაკულტეტიდან, თეატრმცოდნეობაზე იყო გადმოსული, ერთხელ ვკითხე, რატომ გადმოხვედი ამ ფაკულტეტზე-მეთქი, მიპასუხა: ხმის გამოო, ხმა ჩახლეჩილი მაქვსო. არა და მისგან დიდი არტისტი გამოვიდოდა, ეს არტისტიზმი ახლა დევს მასში, ყოველ გადაცემაში ნამდვილი პროფესიონალიზმი იგრძნობა ... და სიცილი, ზოგჯერ ცრემლზე მწარეა".იცოცხლე, ჩემო ნიკა!" - წერს მსახიობი "ფეისბუქზე".