სალომე ზურაბიშვილი უესტმინსტერის სასახლეში ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი უესტმინსტერის სასახლეში ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლონდონში, უესტმინსტერის სასახლეში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"