"პრემიერ-მინისტრების ამერიკაში ვიზიტი ცუდად გვაქვს დაცდილი - როგორც წესი იქიდან ჩამოსულებს სახლში უშვებენ" - რას წერს გია ხუხაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს.
პრემიერი აშშ-ში ვიზიტს ეხმიანება ექსპერტი გია ხუხაშვილი.
"პრემიერ-მინისტრების ამერიკაში ვიზიტი ცუდად გვაქვს დაცდილი - როგორც წესი იქიდან ჩამოსულებს სახლში უშვებენ...ახლა მითუმეტეს, მეტი არგუმენტი აქვს ხელისუფალს ტრადიციის გასაგრძელებლად…" - წერს ხუხაშვილი "ფეისბუქში".