სამტრედიის მუნიციპალიტეტში კაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში კაცის ცხედარი იპოვეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ გამოჩინებულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ცნობით, ხრამში ცხედარი შემთხვევით ადგილობრივმა ნახა.

ზურგჩანთაში ნაპოვნი პირადობის მოწმობით კი დადგინდა, რომ გარდაცვლილი 51 წლის გიგა ნადირაძე იყო. ის თვენახევრის წინ გაუჩინარდა.

მამაკაცს ივლისის ბოლოდან ეძებდნენ.

IPN