"რუსეთის შიგნით ხდება უმნიშვნელოვანესი ძვრა... ის, რომ ოფიციალურმა პირებმა ეს დიქტატურის პირობებში გაბედეს, სრულიად უპრეცედენტოა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"რუსეთის შიგნით ხდება უმნიშვნელოვანესი ძვრა... ის, რომ ოფიციალურმა პირებმა ეს დიქტატურის პირობებში გაბედეს, სრულიად უპრეცედენტოა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილი უკ­რა­ი­ნა­ში ფრონ­ტის ხაზ­ზე არ­სე­ბულ ვი­ტა­რე­ბა­ზე წერს. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თარ პროგ­ნო­ზებს უზი­ა­რებს.

"მე ვპ­როგ­ნო­ზი­რებ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ლუ­განსკის ოლ­ქში ჩვე­ნე­ბის მძლავრ შე­ტე­ვას და რამ­დე­ნი­მე ათა­სი რუსი ჯა­რის­კა­ცის ტყვედ აყ­ვა­ნას. ზო­გა­დად, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ და­ვიბ­რუ­ნებთ ლი­სი­ჩანსკს და დიდი ალ­ბა­თო­ბით სე­ვე­რო­დო­ნეცკს. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ჩვენ ვიქ­ნე­ბით ხერ­სო­ნის მი­სად­გო­მებ­თან.

ამა­ვე დროს, რუ­სე­თის შიგ­ნით ხდე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ძვრა. მოს­კო­ვი­სა და პე­ტერ­ბურ­გის მუ­ნი­ცი­პა­ლურ საბ­ჭო­ებს შე­უ­ერ­თდა 65 მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი დე­პუ­ტა­ტი პუ­ტი­ნის და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნა­ში. ის, რომ ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ეს დიქ­ტა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში გა­ბე­დეს, სრუ­ლი­ად უპ­რე­ცე­დენ­ტოა რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­ში. აშ­კა­რაა, პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში გაჩ­ნდა სე­რი­ო­ზუ­ლი ბზა­რი, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი." - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".

ambebi.ge