"ეს სიცრუეა - იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში" - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი იზიუმთან აღმოჩენილ მასობრივ საფლავზე - კვირის პალიტრა

"ეს სიცრუეა - იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში" - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი იზიუმთან აღმოჩენილ მასობრივ საფლავზე

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

“ეს იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში. ყველაფერი ერთი სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს სიცრუეა და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს მთელ ამ ამბავში", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული იზიუმის მახლობლად მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც დაახლოებით 450 ცხედარი იყო დამარხული. უკრაინამ ცხედრების ექსჰუმაციის პროცესი დაიწყო. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ცხედრების ნაწილს წამების კვალი აღენიშნებოდათ და მან რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა.

IPN