ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები დედოფალ ელისაბედის დაკრძალვაზე - პრინცები, პრინცესები და არისტოკრატია (ფოტოები) - კვირის პალიტრა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები დედოფალ ელისაბედის დაკრძალვაზე - პრინცები, პრინცესები და არისტოკრატია (ფოტოები)

ლონ­დონ­ში დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ მე­ო­რის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან არი­ან მიწ­ვე­ულ­ნი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი, ასე­ვე სხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

ელი­სა­ბედ მე­ო­რის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია ვეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მეფე ჩარლზ III და პრინ­ცე­სა ანა დე­დის სა­სახ­ლეს უკან მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ცხე­და­რი ვეს­ტმინ­სტე­რის დარ­ბა­ზი­დან ვეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო­ში გა­დაჰ­ყავ­დათ.

მეფე ჩარლზს მისი ვა­ჟე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ: უელ­სის პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი ჰარი.

დე­დოფ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე უელ­სის პრინ­ცე­სა ქეით მიდლტო­ნი შვი­ლებ­თან, პრინც ჯორჯთან და პრინ­ცე­სა შარ­ლო­ტას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა.

ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბო­და პრინც ჰა­რის მე­უღ­ლე, მე­გან მარ­კლიც.

იხილეთ ფოტოები ლინკზე