"ალა პუ­გა­ჩო­ვამ პირ­ვე­ლად ღიად დაგ­მო ომი. რუ­სეთ­ში ის დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტია და მის სი­ტყვას უდა­ვოდ აქვს წონა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"ალა პუ­გა­ჩო­ვამ პირ­ვე­ლად ღიად დაგ­მო ომი. რუ­სეთ­ში ის დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტია და მის სი­ტყვას უდა­ვოდ აქვს წონა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რუს­მა მომ­ღე­რალ­მა ალა პუ­გა­ჩო­ვამ პირ­ვე­ლად დაგ­მო ომი.

მისი თქმით, პუ­გა­ჩო­ვა დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტია და მის სი­ტყვას აქვს წონა.

რო­გორც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, პუ­გა­ჩო­ვას ვე­რა­ვინ და­ი­ჭერს და და­ა­ში­ნებს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის „ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,რომ ყა­ზა­ხე­თი და­სავ­ლე­თის ძი­რი­თად სან­ქცი­ებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­უ­ერ­თდა.

"ალა პუ­გა­ჩო­ვამ პირ­ვე­ლად ღიად დაგ­მო ომი.

რუ­სეთ­ში ის დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტია და მის სი­ტყვას უდა­ვოდ აქვს წონა. თა­ნაც მას ვე­რა­ვინ და­ი­ჭერს და და­ა­ში­ნებს იმ­დე­ნად დიდი სა­ხე­ლი აქვს (სხვა­თა შო­რის მისი ქმა­რი, მაქ­სიმ გალ­კი­ნი ოდე­სა­ში პირ­და­პირ უყუ­რებს ჩემ ბი­ნას).

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვია, რომ ყა­ზა­ხე­თი მი­უ­ერ­თდა და­სავ­ლე­თის ძი­რი­თად სან­ქცი­ებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ასე­ვე ბოლო 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნებ­მა ჩა­მო­აგ­დეს მტრის 8 თვითმფრი­ნა­ვი და რამ­დე­ნი­მე უპი­ლო­ტო აპა­რა­ტი, მათ შო­რის, რუ­სე­თის სა­უ­კე­თე­სო დრო­ნი, რო­მე­ლიც რუ­სეთს ძა­ლი­ან ცოტა აქვს - კარ­ტოგ­რა­ფი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­სავ­ლურ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას, მთელ რიგ პო­ზი­ცი­ებ­ში უკ­რა­ი­ნე­ლებს პირ­ვე­ლად გა­უჩ­ნდათ პრო­პი­ცი­ტი ე.ი უფრო მეტი მი­ი­ღეს ვიდ­რე სჭირ­დე­ბათ დღეს­დღე­ი­სო­ბით.

სულ მალე შევა ასე­ვე გერ­მა­ნუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი ანტი-სა­ჰა­ე­რო სის­ტე­მე­ბი.

ამა­ვე დროს, უკ­რა­ი­ნა აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს რუ­სუ­ლი ია­რა­ღის წარ­თმე­ვას - ბოლო სტრო­ფებს შო­რის არის სა­უ­კე­თე­სო რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი "პრო­სივ" და ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წი­ლი თვით­მა­ვა­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა უკ­რა­ი­ნას უფრო მეტი აქვს ვიდ­რე რუ­სეთს დარ­ჩა“,- ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ის ასე­ვე ქა­ლაქ უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ხარ­კოვ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამ რე­გი­ონ­ში სა­შუ­ა­ლო ტემ­პით, მაგ­რამ ძა­ლი­ან მტკი­ცედ მი­ი­წე­ვენ წინ.

"ხერ­სონ­ში შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნებ­მა ხარ­კოვ­ზე ბევ­რად დიდი მას­შტა­ბის გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვონ.

ვი­ნა­ი­დან ხარ­კო­ვის ოლ­ქის­გან გან­სხვა­ვე­ბით ხერ­სო­ნის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე უზარ­მა­ზარ დაჯ­გუ­ფე­ბას გა­საქ­ცე­ვიც არ­სად აქვს.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამ რე­გი­ონ­ში სა­შუ­ა­ლო ტემ­პით, მაგ­რამ ძა­ლი­ან მტკი­ცედ მი­ი­წე­ვენ წინ.

ფრონტზე გა­მოჩ­ნდნენ ირა­ნუ­ლი უპი­ლო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პრობ­ლე­მებს უქ­მნი­ან უკ­რა­ი­ნე­ლებს.

აღ­მო­სავ­ლეთ­ში ამე­რი­კე­ლებ­მა სას­წრა­ფოდ და­ი­წყეს ამ უპი­ლო­ტო­ებ­ზე სა­ნა­დი­რო და­ნად­გა­რე­ბის გა­დას­რო­ლა და იმე­დია უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მალე შეძ­ლე­ბენ ამ ახა­ლი ია­რა­ღის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას“,- აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.