"ნიკა გვარამიას დაპატიმრება ისეთი უკანონობა იყო, რომ ევროპარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს გვარამიას სახელობის რეზოლუცია" - კვირის პალიტრა

"ნიკა გვარამიას დაპატიმრება ისეთი უკანონობა იყო, რომ ევროპარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს გვარამიას სახელობის რეზოლუცია"

ყველას გვესმის, რომ ნიკა გვარამიას დღევანდელი მდგომარეობა და ის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ არის შეკერილი, ცდება ერთი ადამიანის ან ერთი ტელევიზიის დღის წესრიგს,- მის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვლი განმარტავს, მედიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გარეშე ევროკავშირში გაწევრიანების და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე შანსი არ გვაქვს.

„ჩვენ ყველას გვახსოვს, ნიკა გვარამიას დაპატიმრება ისეთი უკანონობა იყო, რომ გამოიწვია ის, რომ ევროპარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს გვარამიას სახელობის რეზოლუცია. როდესაც აქედან რამდენიმე კვირაში ევროპულმა საბჭომ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი თუ გვინდა მივიღოთ, მათ შორის მედიასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა გადაიჭრას ქვეყანაში, ყველას გვესმის, რომ ნიკა გვარამიას დღევანდელი მდგომარეობა და ის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ არის შეკერილ ცდება ერთი ადამიანის ან ერთი ტელევიზიის დღის წესრიგს. ეს ასახავს იმ ვითარებას, რაც დღეს გვაქვს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მედიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გარეშე არანაირი შანსი წარმატების, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების, კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე არ გვაქვს“, - აღნიშნავს სამადაშვილი.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო შეცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სამადაშვილი განმარტავს, რომ წინასწარ პროგნოზს ვერ გააკეთებს, ვინაიდან „ სასამართლო მოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე“.