დაუზუსტებელი ცნობით, "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა - მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს - კვირის პალიტრა

დაუზუსტებელი ცნობით, "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა - მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე მდებარე "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა.

ამის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველები ავრცელებენ.

მათი ცნობით, გასროლა ბანკში შეჭრიდან მალევე განხორციელდა.

ამასთან, როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირი ამბობს, თავდამსხმელს "ჯინსის ქურთუკი აცვია".

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს.

როგორც ადგილზე შეკრებული პირები აღნიშნავენ, სწორედ 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ აპირებს თავდამსხმელი ბანკში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას.

„გვითხრეს, რომ მძარცველი 2 მილიონს ითხოვს. მძევლები ჰყავს აყვანილი. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, რომლის იქითაც არ გვიშვებენ", - აღნიშნავს ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირი.

ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

IPN