"დონბასში რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია შეუქცევადი გახდება" - კვირის პალიტრა

"დონბასში რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია შეუქცევადი გახდება"

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებულმა სეპარატისტულმა რეგიონებმა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების მიზნით რეფერენდუმები რაც შეიძლება მალე უნდა ჩაატარონ.

„დონბასში რეფერენდუმების ჩატარება აუცილებელია არა მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებისა და სხვა გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებლების სისტემატური დაცვისთვის, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვისაც“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთება ომის დინამიკას შეცვლის.

„რეფერენდუმების ჩატარებით და რუსეთში ახალი ტერიტორიების მიღების შემდეგ, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია შეუქცევადი გახდება. რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა არის დანაშაული, რომელიც თავდაცვის ყველა ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამიტომაა, რომ ამ რეფერენდუმების ასე ეშინიათ კიევსა და დასავლეთში. ამიტომ საჭიროა მათი ჩატარება“, - აღნიშნა მედვედევმა.

IPN