"ჩვენი სურვილია, რომ ფრაქციაში და პარტიაში წევრების რაოდენობა შენარჩუნდეს - მათ დააანონსეს გაფართოება, როგორც გავიგეთ დეპუტატების ხარჯზეც" - ირაკლი კობახიძე ე.წ. ოთხეულზე - კვირის პალიტრა

"ჩვენი სურვილია, რომ ფრაქციაში და პარტიაში წევრების რაოდენობა შენარჩუნდეს - მათ დააანონსეს გაფართოება, როგორც გავიგეთ დეპუტატების ხარჯზეც" - ირაკლი კობახიძე ე.წ. ოთხეულზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რიგები არ შემცირდეს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი სურვილია, რომ ფრაქციაში და პარტიაში წევრების რაოდენობა შენარჩუნდეს.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის რიგები არ შემცირდეს. როგორც მოგეხსენებათ ეს ოთხი დეპუტატი არის უმრავლესობის წევრი. რაც შეეხება ფრაქციისა და პარტიის საკითხებს, ჩვენთვის პარტიასა და ფრაქციაში ჩვენი წევრების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენი სურვილია, რომ ფრაქციაში და პარტიაში წევრების რაოდენობა შენარჩუნდეს. ჩვენ ამაზე კონსულტაციები არ გვქონია. მათ დააანონსეს გაფართოება, როგორც გავიგეთ დეპუტატების ხარჯზეც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.