"ჩამომაცილეს ყველა საინფორმაციო საშუალებას, აკრძალული მაქვს რუსეთში სოლო კონცერტების გამართვა... ჩემი სინდისი სუფთაა..." - რას ამბობს ვალერი მელაძე ომსა და რუსეთში არსებულ ვითარებაზე (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ჩამომაცილეს ყველა საინფორმაციო საშუალებას, აკრძალული მაქვს რუსეთში სოლო კონცერტების გამართვა... ჩემი სინდისი სუფთაა..." - რას ამბობს ვალერი მელაძე ომსა და რუსეთში არსებულ ვითარებაზე (ექსკლუზივი)

რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი ნო­დარ დუმ­ბა­ძის სამი მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით იღებს ფილ­მს "ჩვენ ვხე­დავთ მზეს“ გა­და­ღე­ბე­ბი 8 თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც რე­ჟი­სო­რი ამ­ბობს, თვე­ნა­ხე­ვარ­ში ყვე­ლა­ფე­რი უნდა დას­რულ­დეს. ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ვა­ლე­რი მე­ლა­ძეა.

ambebi.ge მომ­ღე­რალს და­უ­კავ­შირ­და და მას­თან ინ­ტერ­ვიუ ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­წე­რა.

- ბა­ტო­ნო ვა­ლე­რი, რო­გორც გა­ირ­კვა, იმ ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი ხართ, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი იღებს. სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხმდით ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას?

- კი, ასეა, მაგ­რამ მის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს ძა­ლი­ან არ ჩავღრმა­ვე­ბი­ვარ, გი­ორ­გის ვენ­დო­ბი, ვიცი, რომ ყვე­ლა­ფერს გუ­ლით და სუ­ლით გა­ა­კე­თებს... ამი­ტომ, ყვე­ლა­ნა­ი­რად, რო­გორც შევ­ძე­ლი, მი­ვეხ­მა­რე.

- კონ­კრე­ტუ­ლად დახ­მა­რე­ბა რაში გა­მო­ი­ხა­ტა?

- ეს იყო მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა და ასე­ვე გარ­კვე­ულ­წი­ლად მა­ტე­რი­ა­ლუ­რიც... დღეს სწო­რე­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მივ­ბრუნ­დეთ ისეთ ავ­ტორს, რო­გო­რიც ნო­დარ დუმ­ბა­ძეა. რთუ­ლი და უც­ნა­უ­რი დროა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი თავს ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ. ისე­თი დროა, როცა ამა თუ იმ საქ­ცი­ელს ახ­სნა არ აქვს. ამა­სო­ბა­ში ვკარ­გავთ სწორ ორი­ენ­ტი­რებს, ანუ იმას, სწო­რად რო­გორ ვი­ცხოვ­როთ. ბევ­რი სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობს, რაც ცუ­დია. ნო­დარ დუმ­ბა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­ზე მოგ­ვი­თხრობს. მათ სწორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, სწორ პო­ზი­ცი­ებ­ზე, ადა­მი­ა­ნებს შო­რის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, ეს მარ­ტი­ვი და უბ­რა­ლო ამ­ბე­ბი ყვე­ლას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს და ცხოვ­რე­ბა ასე უნდა შევ­ძლოთ. ვი­ღა­ცე­ბი კი­დეც მიყ­ვე­ბი­ან ამ წე­სებს, მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებს, ფა­სე­უ­ლო­ბებს, მაგ­რამ ბევ­რი მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რობს. მათი პო­ზი­ცი­აა - დღეს შე­მიძ­ლია რო­გორც მინ­და, ისე მო­ვიქ­ცე, მაგ­რამ მერე გა­მო­ვას­წო­რო. არა, ასე არ გა­მო­ვა! ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის, ყო­ველ წუთს, დღე ისე უნდა ცხოვ­რობ­დეს, რომ არ და­კარ­გოს მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი. ნო­დარ დუმ­ბა­ძის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი ამას გვას­წავ­ლის.

- რას ელით ამ ფილ­მის­გან - გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი და­სა­ხულ მი­ზანს შე­ას­რუ­ლებს?

- ბევ­რი რამ იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ სივ­რცე­ში იქ­ნე­ბა ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი... ამ რთულ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა მი­წევს, მათ შო­რის, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­შიც. დღე­ვან­დლამ­დე ქარ­თვე­ლებ­თან - ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა პო­ზი­ტი­უ­რია, ისე­თი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან, რო­გორც ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ვფიქ­რობ, რომ ეს ფილ­მი ყვე­ლას მიწ­ვდე­ბა და გა­აღ­ვი­ძებს ისევ სიყ­ვა­რულს, სი­კე­თეს და იმ­პულს მის­ცემს კე­ტილ­გან­წყო­ბილ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ეს ჩვენ, ქარ­თვე­ლებ­საც დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გვა­ნი­ჭებს, რად­გა­ნაც უნდა შე­ვე­სა­ბა­მე­ბო­დეთ ამ სუ­რათს, ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას...

- პრე­მი­ე­რა­ზე იქ­ნე­ბით?

- დიდი შან­სია (50%-ზე მეტი) ჩა­მოვ­დე. სურ­ვი­ლიც მაქვს და ვეც­დე­ბი.

- ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ და შე­უძ­ლე­ბე­ლია, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს არ შე­ვე­ხოთ. რაც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, თქვენ­ზე ემო­ცი­უ­რი რა გავ­ლე­ნას ახ­დენს?

- ეს უბე­დუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც ჩვენ ყვე­ლას ერ­თად დაგ­ვე­მარ­თა. ეს მა­შინ­ვე ვთქვი, როცა ომი და­ი­წყო და ახ­ლაც იმა­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ. ის­ტო­რი­უ­ლად არა­ფე­რი მსგავ­სი არ ყო­ფი­ლა და სამ­წუ­ხა­როდ, ახლა ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. ამ ყვე­ლა­ფერს დიდი ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში, არა­მედ ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც. პო­ლი­ტი­კას უნდა შე­ეძ­ლოს, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­უ­სა­ბა­მოს. აქამ­დე ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყო, ახლა რაც ხდე­ბა, ეს სა­ოც­რე­ბაა, ეს ცვლის მთელ მსოფ­ლი­ოს... გააგრძელეთ კითხვა