"ძმისშვილია ჩემი იქ... აღარ იღებს ყურმილს... ერთადერთი ჩემი თხოვნაა, რომ მე შემიყვანონ მის მაგივრად" - კვირის პალიტრა

"ძმისშვილია ჩემი იქ... აღარ იღებს ყურმილს... ერთადერთი ჩემი თხოვნაა, რომ მე შემიყვანონ მის მაგივრად"

ქუ­თა­ის­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლია შეჭ­რი­ლი და მას ამ დრომ­დე მძევ­ლე­ბი ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი. ერთ-ერთი მძევ­ლის ახ­ლო­ბე­ლი ითხოვს, რომ მის­ცენ ნება მან ჩა­ა­ნაც­ვლოს ბან­კის შე­ნო­ბა­ში მყო­ფი მისი ძმის­შვი­ლი.

"ძმის­შვი­ლია ჩემი იქ, მაგ­რამ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა არ ვიცი, ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი, აღარ იღებს ყურ­მილს. დი­ლით და­ვუ­კავ­შირ­დით და თქვა, რომ არა­ფერს გვერ­ჩი­სო ეს ადა­მი­ა­ნიო და ცუ­დად არ გვექ­ცე­ვაო.

ახლა აღარ იღებს ყურ­მილს, არა­და ჯან­მრთე­ლი არ არის ბავ­შვი. ერ­თა­დერ­თი ჩემი თხოვ­ნაა, რომ მე შე­მიყ­ვა­ნონ მის მა­გივ­რად," - ამ­ბობს ერთ-ერთი მძევ­ლის მა­მი­და "რუს­თა­ვი 2"-თან..

ცნო­ბის­თვის, მძარ­ცვე­ლი 2 მი­ლი­ონ დო­ლარს, ვერ­ტმფრენს, ან­კესს და რუ­სე­თის დრო­შას ითხოვს.

IPN