"თოთო ბავშვი მყავს სახლში... ნუ გვწირავთ, ფული დადეთ და გაგვიშვით" - რას ითხოვენ მძევლები? - კვირის პალიტრა

"თოთო ბავშვი მყავს სახლში... ნუ გვწირავთ, ფული დადეთ და გაგვიშვით" - რას ითხოვენ მძევლები?

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო ვრცელდება, სადაც მძევლად აყვანილები თავდამსხმელს გათავისუფლებას სთხოვენ.

"გემუდარები, გთხოვ, თოთო ბავშვი მყავს სახლში..." - ამბობს ერთ-ერთი მძევალი.

სოციალურ ქსელში ახლახან გავრცელებულ ვიდეოში თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა უჭირავს და ამბობს, რომ ხელი ეღლება...

306593771-1129859080976571-3166970620031068194-n-1663680897.jpg

"სანამ მოვლენ კი გავუშვებ ხელს... სამი წამი არ უნდათ, აქ იქნებიან, ამას ორი წამი უნდა, რომ აფეთქდეს", - ამბობს თავდამსხმელი ვიდეოში.

"ხალხო, ეს კაცი ჩვენ არ გვწირავს, თქვენ ნუ გვწირავთ, ფული დადეთ და გაგვიშვით, ვეღარ ვითმენთ 11 საათის შემდეგ" - ამბობს ვიდეოში ერთ-ერთი მძევალი.

ცნობისთვის, შეირაღებული პირი ბანკში დაახლოებით 4 საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს. მის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობით არის შეიარაღებული და იმუქრება, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, სახიფათო იქნება. ბანკთან მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.