"იმედია ამოწურული, რომ "ქართული იცნება" რამეს გააკეთებს, კუზიანები არიან" - გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარების პოზიციაზე - კვირის პალიტრა

"იმედია ამოწურული, რომ "ქართული იცნება" რამეს გააკეთებს, კუზიანები არიან" - გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარების პოზიციაზე

ევროპარლამენტარების პირდაპირ მესიჯს გეუბნებით, ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები არიან "ქართული ოცნების" ნამოქმედარით - მათი პოზიციაა: "ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების გზავნილები იმას ნიშნავს, რომ იმედი არ აქვთ, რომ "ქართული ოცნება" რეკომენდაციებს შეასრულებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ამ შეხვედრიდან პირველი დასკვნაა, მათ პირდაპირ მესიჯს გეუბნებით - ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები არიან „ქართული ოცნების“ ნამოქმედარით, რაც ამ თვე-ნახევრის განმავლობაში მოხდა. ყველას ძალიან კარგად გვესმის - მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაში მყოფ ძალაზე, ისინი დარჩნენ მარტო, არ ელაპარაკებიან არავის, ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, ბოიკოტი გამოუცხადეს და გააგდეს საკუთარი სამუშაო ჯგუფებიდან სამოქალაქო სექტორის ყველა მიუკერძოებელი წარმომადგენელი და რაც მთავარია, ისინი აკეთებენ ყველაფერს, გარდა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. სიტყვა - სიტყვით გეტყვით ევროპარლამენტარების პოზიციას - "ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით". ვფიქრობ, ეს გზავნილი თავისთავად ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდა ევროპარლამენტარებში პოზიცია, რომ ეს პრორუსული ძალა ვინც დღეს ხელისუფლებაშია, არაფრის გამკეთებელი არ არის. ევროპელებისგან ხელისუფლების ცვლილება არ უნდა მოვითხოვოთ, ეს ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. ეს გზავნილო ჩემთვის რას ნიშნავს? - ყოველგვარი იმედია ამოწურული იმის, რომ "ქართული ოცნება "რამეს გააკეთებს. ესენი არიან ჩვეულებრივი კუზიანები, რომელსაც "სამარის" გარდა, არაფერი გაასწორებს. ჩვენ კი ჩვენს ისტორიულ შანს ამასობაში კიდევ უფრო ვცილდებით,"- განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"