თავდამსხმელმა თანხასთან დაკავშირებით მოთხოვნა შეცვალა - კვირის პალიტრა

თავდამსხმელმა თანხასთან დაკავშირებით მოთხოვნა შეცვალა

ქუ­თა­ის­ში, 'სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" შე­ნო­ბა­ში, სა­დაც თავ­დამ­სხმელს მძევ­ლე­ბი ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი, ვი­თა­რე­ბა ამ დრომ­დე და­ძა­ბუ­ლია. ცოტა ხნის წინ მძევ­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი­დან მო­რი­გი ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც ის­მის, რომ თავ­დამ­სხმელ­მა თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­თხოვ­ნა შეც­ვა­ლა. ის 2 მი­ლი­ო­ნის ნაც­ვლად, მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვარ დო­ლარს ითხოვს. მძე­ვალ­თან ხაზ­ზეა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმე­ლის­გან გარ­კვე­ულ დროს ითხოვს, რათა თან­ხა მი­უ­ტა­ნონ.

ცნო­ბის­თვის, ქუ­თა­ის­ში, სა­დაც "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" შე­ნო­ბა­ში მძარ­ცველს მძევ­ლე­ბი ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი ჩა­ვი­და.შსს-სს ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ში მძევ­ლად 12 პირი იმ­ყო­ფე­ბო­და. შსს-ს გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის, ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი ბან­კში და­ახ­ლო­ე­ბით, 5 სა­ა­თის წინ შე­იჭ­რა. თავ­დამ­სხმე­ლი რუ­სულ დრო­შას, ან­კესს, ვერ­ტმფრენს და 2 მი­ლი­ონ დო­ლარს მო­ი­თხოვ­და.