„მეგალაბი“ გახდა პირველი სამედიცინო ლაბორატორია ამიერკავკასიაში, რომელმაც JCI აკრედიტაცია მიიღო - კვირის პალიტრა

„მეგალაბი“ გახდა პირველი სამედიცინო ლაბორატორია ამიერკავკასიაში, რომელმაც JCI აკრედიტაცია მიიღო

კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ მულტიპროფილურ ლაბორატორია „მეგალაბს“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანდაცვის აკრედიტაციის უმაღლესმა ორგანომ JCI აკრედიტაცია მიანიჭა.

JCI - Joint Commission International-ი წარმოადგენს ჯანდაცვის აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს აშშ-ში, რომელიც კლინიკური პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. მისი მიზანია პაციენტზე ზრუნვის ხარისხისა და უსაფრთხოების მუდმივი გაუმჯობესება. ამასთან, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, უკვე აკრედიტებული ლაბორატორიებისა და კლინიკების სტანდარტებთან შესაბამისობა 3 წელიწადში ერთხელ გადაამოწმოს.

„მეგალაბი“ მოხვდა იმ 38 სამედიცინო ლაბორატორიას შორის მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაც აშშ-ში აღნიშნული აკრედიტაცია აქვთ მინიჭებული. რეგიონში კი ერთადერთი ლაბორატორიაა, რომელიც JCI-ს ოქროს სტანდარტს ფლობს. ის ყოველდღიურად 3 000-ზე მეტ პაციენტს ემსახურება.

სარგებელი, რომელსაც პაციენტები JCI-ს სტანდარტების დანერგვით მიიღებენ

„მეგალაბის“ სამედიცინო დირექტორის ნინო ღულათავას განმარტებით, ლაბორატორიას აკრედიტაცია მიანიჭეს ლაბორატორიული კვლევის პროცესის სწორად დაგეგმვის, ანალიზატორების ექსპლუატაციისა და „სამეინთენანსო“ პროცედურების ჩატარებით, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემთ, მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება და მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან პარტნიორობა გააღრმაონ.

307408936-653260346034096-5396096607573446057-n-1663741664.jpg

„აკრედიტაცია ემსახურება ლაბორატორიაში კვლევების მაღალი სიზუსტით ჩატარებას, რაც პაციენტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ერთხელ სწორად გაკეთებული კვლევით შესაძლებლობა ეძლევა, ექიმმა დროულად დაუსვას დიაგნოზი,“ - განმარტა ნინო ღულათავამ.

ხარისხის დირექტორის ელენე მაჭავარიანის თქმით, JCI აკრედიტაცია პაციენტის უსაფრთხოების დაცვის მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს.

„პაციენტის უსაფრთხოების დაცვაში იგულისხმება როგორც კონფიდენციალურობის შენარჩუნება, ისე მისი ანალიზების სწორად იდენტიფიცირება. ამისთვის მას ენიჭება სპეციალური შტრიხკოდი, რომელსაც მხოლოდ ის ფლობს და არ მეორდება. ასე განვსაზღვრავთ, ნამდვილად უნიკალურია თუ არა პაციენტის ტესტი, ამიტომაც გვაქვს შეცდომის ალბათობა მინიმუმამდე დაყვანილი. ვიცავთ JCI-ს ყველა სტანდარტსა და ქვესტანდარტს, რათა პაციენტმა თავი დაცულად იგრძნოს. ამ პროცესში ლაბორატორიის ყველა პროფესიონალია ჩართული,“ - განმარტა ელენე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, „მეგალაბმა“ ოპერირების დაწყებისთანავე გადაწყვიტა აკრედიტაციის მისაღებად ემუშავა, შესაბამისად, ყველა აპარატი, ყველა კადრი და ინფრასტრუქტურა ამერიკულ სტანდარტებს მოარგო, რისგანაც პაციენტები მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ.

„JCI-ს გაიდლაინი მოიცავს რამდენიმე 10 მსხვილ სტანდარტს, საიდანაც თითოეული დამატებით 20 ქვესტანდარტად იყოფა. ორგანიზაციის პირობა ყველა მათგანის დაკმაყოფილება იყო,ჩვენ გვაქვს გაიდლაინი, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში და რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუმცა დანარჩენი პირობების შესრულების შედეგად მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი,“ - განმარტა ელენე მაჭავარიანმა.

308208201-1166747740925976-8972209128910162545-n-1663741664.jpg

საერთაშორისო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობა

„მეგალაბის“ სამედიცინო დირექტორის ნინო ღულათავას განმარტებით, ლაბორატორია აკრედიტაციის მიღებამდეც ნერგავდა სიახლეებს, რომლებიც აღნიშნული სამედიცინო საქმიანობის განვითარებასა და ახალ საფეხურზე გადასვლას უწყობდა ხელს. JCI აკრედიტაცია კი ლაბორატორიას საშუალებას მისცემს, საერთაშორისო კვლევებში ჩაერთოს.

ახალი სამედიცინო კვლევების დანერგვა უახლესი აპარატურის გამოყენებით

„მეგალაბი“ კლინიკურ და პათომორფოლოგიურ ლაბორატორიებს აერთიანებს, შესაბამისად, პაციენტს ყველა საჭირო კვლევის ჩატარება ერთ სივრცეში შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მულტიპროფილური ლაბორატორიაა, აგრძელებს ახალი კვლევების დანერგვას, რომლებიც ასევე უახლესი აპარატურის გამოყენებით სრულდება.

„თითქმის დავასრულეთ მუშაობა NGS-ის გამოყენებით გენეტიკური კვლევების დანერგვაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩავატაროთ ისეთი კვლევები, რომლებიც ეხება მუტაციებს, ფამარკოგენეტიკას, კარდიოგენეტიკასა და ონკოგენეტიკას. ასევე, ვავითარებთ პერსონალიზებულ მედიცინასაც. ჩამოთვლილი კვლევები დღეს საზღვარგარეთ სრულდება, პასუხის მიღებას კი დიდი დრო ესაჭიროება, რაც ხშირად პაციენტისთვის პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი მეშვეობით კი ისინი აღნიშნულ კვლევებს ადგილზე და მოკლე დროში ჩაიტარებენ,“ - განაცხადა „მეგალაბის“ სამედიცინო დირექტორმა.

რეზიდენტურის პროგრამა ექიმი-ლაბორანტებისთვის

რეზიდენტურის პროგრამის დანერგვაზე „მეგალაბი“ აკრედიტაციის მიღებამდეც მუშაობდა. სამედიცინო დირექტორის ნინო ღულათავას განმარტებით, ლაბორანტის პროფესია პანდემიის პერიოდში საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარული გახდა და ის დღემდე აქტუალურია.

„გვსურს, ხელი შევუწყოთ პროფესიონალი კადრების ზრდას, რისთვისაც დავნერგეთ რეზიდენტურის პროგრამა როგორც ლაბორატორიულ მედიცინაში, ისე კლინიკურ პათოლოგიაში. პროგრამა რეზიდენტებს საშუალებას აძლევს, პირველივე დღიდან გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხარისხის კონტროლის იმ საფუძვლებსა და აკრედიტაციის წესებს, რაც მთელს მსოფლიოშია დანერგილი,“ - განაცხადა ნინო ღულათავამ.

JCI აკრედიტაციის მიღების შემდეგ „მეგალაბი“ აგრძელებს ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და სიახლეების დანერგვას, რომელთა შესახებაც საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

(R)