"მათ, ვინც ჩვენს დაშანტაჟებას ბირთვული იარაღით ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ „ქარის ვარდი“ შეიძლება მათი მიმართულებით შებრუნდეს" - კვირის პალიტრა

"მათ, ვინც ჩვენს დაშანტაჟებას ბირთვული იარაღით ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ „ქარის ვარდი“ შეიძლება მათი მიმართულებით შებრუნდეს"

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მათ, ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობენ, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს.

„მათ, ვინც ჩვენს დაშანტაჟებას ბირთვული იარაღით ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ „ქარის ვარდი“ შეიძლება მათი მიმართულებით შებრუნდეს", - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი თავის დასაცავად ყველანაირ იარაღს იყენებს. „ეს ბლეფი არ არის“, - აღნიშნა პუტინმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

IPN