ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ - კვირის პალიტრა

ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთს დაახლოებით 25 მილიონი ადამიანის მობილიზების რესურსი აქვს.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომელიც დღესვე ამოქმედდება.

IPN