"სამდღიანი" ომის 210-ე დღე, რუსებმა მიიღეს: მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები, ციხე დეზერტირობისთვის - ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს" - კვირის პალიტრა

"სამდღიანი" ომის 210-ე დღე, რუსებმა მიიღეს: მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები, ციხე დეზერტირობისთვის - ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს"

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას ეხმიანება.

„სამდღიანი“ ომის 210-ე დღე, რუსებმა, რომლებიც მოითხოვდნენ უკრაინის განადგურებას, საბოლოოდ მიიღეს: მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და დახურული საბანკო ანგარიშები, ციხე დეზერტირობისთვის. ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვითაა, არა? ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს“, - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

IPN