"ქალბატონი სალომე ჩემთვის მხოლოდ პრეზიდენტი არაა" - რას წერს დიზაინერი, რომელმაც ზურაბიშვილი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსა?
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ირაკლი ნასიძე, რომელმაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დედოფალ ელისაბედის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ ქალურობისა და საოცარი შარმის, მდიდრული ბუნებისა და რაფინირებული გემოვნების მქონე, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანია!
მასთან ყოველი შეხვედრა, საუბარი ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, მით უფრო დიდი პატივია რომ საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე სწორედ ჩემს მიერ მისთვის შექმნილი სამოსით წარსდგა ბუკინგემის სასახლეში დედოფლის დაკრძალვის ცერემონიალზე. სამოსით, რომელიც მისთვის სახასიათო ხიბლსა და იდუმალებას განსაკუთრებულად წარმოაჩენდა! მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი!" - წერს ნასიძე.