"ქალბატონი სალომე ჩემთვის მხოლოდ პრეზიდენტი არაა" - რას წერს დიზაინერი, რომელმაც ზურაბიშვილი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსა? - კვირის პალიტრა

"ქალბატონი სალომე ჩემთვის მხოლოდ პრეზიდენტი არაა" - რას წერს დიზაინერი, რომელმაც ზურაბიშვილი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსა?

საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ირაკ­ლი ნა­სი­ძე, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ის­თვის შე­მო­სა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ჩემ­თვის არა მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტი, არა­მედ ქა­ლუ­რო­ბი­სა და სა­ო­ცა­რი შარ­მის, მდიდ­რუ­ლი ბუ­ნე­ბი­სა და რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე, თა­ვის ქვე­ყა­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია!

მას­თან ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, სა­უ­ბა­რი ჩემ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, მით უფრო დიდი პა­ტი­ვია რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე სწო­რედ ჩემს მიერ მის­თვის შექ­მნი­ლი სა­მო­სით წარ­სდგა ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში დე­დოფ­ლის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე. სა­მო­სით, რო­მე­ლიც მის­თვის სა­ხა­სი­ა­თო ხიბლსა და იდუ­მა­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წარ­მო­ა­ჩენ­და! მე მიყ­ვარს ჩემი პრე­ზი­დენ­ტი!" - წერს ნა­სი­ძე.