"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ჩემი ცნო­ბი­ლი ინ­ტერ­ვიუ მახ­სენ­დე­ბა, 2018-ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ. დანა რომ და­გერ­ტყა, სის­ხლი არ გა­მო­მი­ვი­დო­და" - კვირის პალიტრა

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ჩემი ცნო­ბი­ლი ინ­ტერ­ვიუ მახ­სენ­დე­ბა, 2018-ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ. დანა რომ და­გერ­ტყა, სის­ხლი არ გა­მო­მი­ვი­დო­და"

ჟურ­ნა­ლის­ტმა ეკა კვე­სი­ტა­ძემ გა­და­ცე­მა­ში "მხო­ლოდ ლე­ლას­თან“ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ მას საკ­მა­ოდ რთუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს და რომ არა მისი მე­უღ­ლე, შსს-ს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი შოთა უტი­აშ­ვი­ლი, ამის გაძ­ლე­ბა ბევ­რის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და...

ეკა კვე­სი­ტა­ძე:

"შო­თი­კო წარ­მო­უდ­გენ­ლად კომ­ფორ­ტუ­ლია, მე არ ვარ ტიპი, რო­მე­ლიც სახ­ლში მო­ერ­გე­ბა სხვას და რა­ღა­ცას დათ­მობს. უბ­რა­ლოდ, გა­მი­მარ­თლა, რომ შო­თი­კოს აქვს კარ­გი ხა­სი­ა­თი. 21 წე­ლია ერ­თად ვართ, მე ბი­პო­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი მაქვს. შე­იძ­ლე­ბა ვიყო კარგ ხა­სი­ათ­ზე, მერე ცუდ­ზე, დეპ­რე­სი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლი ვარ. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, - შო­თი­კოს გარ­და ვე­რა­ვინ გა­გიძ­ლებ­დაო. მაგ­რამ შო­თი­კო არის სულ მშვი­დი, სულ ერთ ხა­სი­ათ­ზეა. მე არ ვიც­ნობ მე­ო­რე ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ასე­თი იყოს. იცით, რო­გო­რი მყა­რი ფსი­ქი­კის ადა­მი­ა­ნია? მე ხომ სულ ასე დავ­ხტი­ვარ ხა­სი­ა­თე­ბით, 21 წე­ლია ვიც­ნობ და ის სულ კარგ ხა­სი­ათ­ზეა. უიშ­ვი­ა­თე­სად შე­იძ­ლე­ბა იყოს ისე, როცა ვე­კი­თხე­ბი ცუდ ხა­სი­ათ­ზე ხარ? - ადრე ვე­კი­თხე­ბო­დი, დეპ­რე­სია ხომ არ გაქვს-მეთ­ქი და მი­თხა­რი, ეგ რა არის და მერე გე­ტყვი მაქვს, თუ - არაო...

ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის და ოჯა­ხის წევ­რე­ბის გარ­და ვე­რა­ვინ ხვდე­ბა, რომ ასე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს. კლა­სი­კუ­რი დეპ­რე­სია, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა, არა­სო­დეს მქო­ნია და არც მინ­და გა­მოვ­ცა­დო. უბ­რა­ლოდ, დეპ­რე­სი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლი ვარ. შე­მიძ­ლია რა­ღაც პე­რი­ო­დი აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვიყო, ბევ­რი იდეა მქონ­დეს, ბევ­რი ენერ­გია და მერე აბ­სო­ლუ­ტუ­რად, უე­ნერ­გი­ოდ, უძა­ლოდ, მხო­ლოდ ძილი მინ­დო­დეს. იმ­დე­ნად რთუ­ლი ხა­სი­ა­თი მაქვს, რომ ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რო­გორ მი­ვაღ­წიე იმას, რა­საც მი­ვაღ­წიე. ასე რო­გორ გავ­ძე­ლი ამ რე­ჟიმ­ში. ახ­ლაც არ დავ­მა­ლავ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია ეს პე­რი­ო­დი, ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვარ. 21 წე­ლია აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ვარ და სულ სტრე­სებ­ში. "რუს­თა­ვი 2“-ში ის 7 წელი სულ სტრეს­ში და სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა­ში ვი­ყა­ვი, ახლა "მთა­ვა­რი არხი"... ჩემი სტრე­სი რა მო­სა­ტა­ნი იყო იმას­თან, რა­საც ნიკა გვა­რა­მია გა­დი­ო­და, სულ კრი­ზი­სი იყო და ყო­ველ­დღე ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე იდგა ეს ადა­მი­ა­ნი. როცა წუ­წუ­ნი მინ­დო­და, ვამ­ბობ­დი, ეს რო­გორ გა­ვა­კე­თო, როცა ნიკა ასე­თი ადა­მი­ა­ნია - მეთ­ქი...

მი­ზან­ში ვარ ამო­ღე­ბუ­ლი, რამე რომ შე­მე­შა­ლოს და შეც­დო­მა და­ვუშ­ვა, ელე­მენ­ტა­რუ­ლიც კი, ბარ­ბა­რიზ­მი ვთქვა, გათ­რე­ვენ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ბუ­ლინ­გის სა­გა­ნი გახ­დე­ბი... ყვე­ლა ეთე­რის წინ ვფიქ­რობ, ახლა რამე არას­წო­რად რომ ვთქვა, რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ჩემი ცნო­ბი­ლი ინ­ტერ­ვიუ მახ­სენ­დე­ბა, 2018-ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო