"როგორ დავტოვოთ რუსეთი?" - კითხვა, რომელსაც ბოლო დღეებია რუსეთში მცხოვრები ადამიანები Google-ს ყველაზე ხშირად უსვამენ - კვირის პალიტრა

"როგორ დავტოვოთ რუსეთი?" - კითხვა, რომელსაც ბოლო დღეებია რუსეთში მცხოვრები ადამიანები Google-ს ყველაზე ხშირად უსვამენ

რუ­სეთ­ში მო­ი­მა­ტა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ, რომ­ლე­ბიც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. თუ რო­გორ და­ტო­ვონ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია. ამ კი­თხვით ისი­ნი Google-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მას მი­მარ­თა­ვენ. და ეს არის კი­თხვა, რო­მე­ლიც Google-ის რუ­სულ სივ­რცე­ში ბოლო დღე­ე­ბის ტრენ­დია.

"რო­გორ დავ­ტო­ვოთ რუ­სე­თი?“ - ამ კი­თხვით რუ­სე­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი google-ს გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად მას შემ­დეგ მი­მარ­თა­ვენ, რაც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა და­ა­ნონსდა იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლო იყო პუ­ტინს მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, რომ­ლის შემ­დე­გაც ადა­მი­ა­ნებს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა აეკ­რძა­ლე­ბო­დათ.

პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლამ­დე კრემ­ლის­გან იყო მი­ნიშ­ნე­ბა, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის წინსვლას ომში უფრო მკაც­რად უპა­სუ­ხებ­და.პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა 20 სექ­ტემ­ბრის­თვის იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა დღეს, 21 სექ­ტემ­ბერს მი­მარ­თა მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და.

"მოგ­მარ­თავთ თქვენ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას, ჩვე­ნი დიდი სამ­შობ­ლოს ხალ­ხს, ყვე­ლას, ვი­საც აერ­თი­ა­ნებს დიდი ის­ტო­რი­უ­ლი რუ­სე­თი. ჯა­რის­კა­ცებს და ოფიც­რებს, რომ­ლე­ბიც ფრონ­ტის ხაზ­ზე არი­ან, ჩვენს ძმებ­სა და დებს დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან.

ვი­ცით ზო­გი­ერ­თი და­სავ­ლუ­რი ელი­ტის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ.

და­სავ­ლე­თის მი­ზა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბაა. უკვე ღიად ამ­ბო­ბენ, რომ 1991 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვა შეძ­ლეს და ახლა ამას რუ­სეთ­ში გეგ­მა­ვენ. მათ ია­რა­ღად აქ­ცი­ეს ტო­ტა­ლუ­რი რუ­სო­ფო­ბია, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნა­შიც.

იქ რუ­სე­თის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის კულ­ტი­ვი­რე­ბით და იქ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ქვე­მე­ხის საკ­ვე­ბად გა­დაქ­ცე­ვით. მათ ომი 2014 წელს და­ი­წყეს", - გა­ნა­ცხა­და სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას პუ­ტინ­მა.

ambebi.ge