ვისი ცხვირ-პირის გაერთიანება სურს პუგაჩოვას და რას აცხადებს სიმონიანი - "გალკინმა შეურაცხყოფა მიაყენა ტიგრანს, მაგრამ გავჩუმდით, რადგან ქრისტიანები ვართ" - კვირის პალიტრა

ვისი ცხვირ-პირის გაერთიანება სურს პუგაჩოვას და რას აცხადებს სიმონიანი - "გალკინმა შეურაცხყოფა მიაყენა ტიგრანს, მაგრამ გავჩუმდით, რადგან ქრისტიანები ვართ"

ალა პუ­გა­ჩო­ვა რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბებს არ ერი­დე­ბა. მას შემ­დეგ, რაც პრი­მა­დო­ნას მე­უღ­ლე მაქ­სიმ გალ­კი­ნი 2022 წლის 16 სექ­ტემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ უცხო­ე­თის აგენ­ტად იქნა შე­რა­ცხუ­ლი, მომ­ღე­რალ­მა გა­ნა­ცხა­და, - ვი­თხოვ, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქვეყ­ნის უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რი­გებ­ში შე­მიყ­ვა­ნოთ, რად­გან სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ ჩემს მე­უღ­ლე­სო...

1 - ელ სექ­ტემ­ბერს პრი­მა­დო­ნამ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ მოს­კოვ­ში ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა სურს, მათ შო­რის, ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის ცხვირ-პი­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ამის მერე რუ­სულ პრე­სა­ში და­ი­წყეს ვა­რა­უ­დე­ბის გა­მოთ­ქმა, თუ ვის "ემუქ­რე­ბო­და" პუ­გა­ჩო­ვა. ერთ-ერთ ვერ­სი­ად მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნიც და­ა­სა­ხე­ლეს.

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი ჟურ­ნა­ლის­ტი კი ამ­ბობს, რომ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ვის გუ­ლის­ხმობს - მას თუ მის მე­გო­ბარს, კრემ­ლის კი­დევ ერთ პრო­პა­გან­დისტ ვლა­დი­მერ სა­ლა­ვი­ოვს.

"ალა ბო­რი­სოვ­ნა, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ის არის, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის­თვის ადა­მი­ანს არ ემუქ­რე­ბი­ან "სა­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით". მეტ­საც გე­ტყვით, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე წლის წინ შენ­მა მე­უღ­ლემ ჩემს მე­უღ­ლეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, არა­ფე­რი მი­პა­სუ­ხია. შე­მეძ­ლო, მაგ­რამ არ გა­ვა­კე­თე, ტიგ­რა­ნი მეხ­ვე­წე­ბო­და, ეს არ გა­მე­კე­თე­ბი­ნა. გალ­კინ­მა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ტიგ­რანს და ჩვენ, ალა ბო­რი­სოვ­ნა, გავ­ჩუმ­დით, რად­გან ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ხალ­ხი ვართ, ქრის­ტი­ა­ნე­ბი. წლე­ბი ვდუმ­დით, ვიდ­რე შენ­მა ქმარ­მა არ და­ი­წყო ჩემი სამ­შობ­ლოს, ჩვე­ნი ჯა­რის ჭუ­ჭყში გას­ვრა..." - აცხა­დებს სი­მო­ნი­ა­ნი.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ მაქ­სიმ გალ­კინ­მა ტიგ­რან კე­სო­ი­ა­ნი გა­აკ­რი­ტი­კა და მის გა­და­ცე­მას НТВ - ზე უხამ­სი უწო­და, რო­მელ­შიც იუ­მო­რის ნა­ტა­მა­ლი არ იყო. (წყარო)