რა წერილი მისწერა სოსო გოგაშვილმა ლევან მურუსიძეს - მურუსიძე გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს - კვირის პალიტრა

რა წერილი მისწერა სოსო გოგაშვილმა ლევან მურუსიძეს - მურუსიძე გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ სოსო გო­გაშ­ვილ­მა მას პი­რა­დად მი­მარ­თა წე­რი­ლით, სა­დაც ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, "გო­გაშ­ვი­ლი გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ზე სა­უბ­რობ­და სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­აღ­მდეგ“.

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მი­მარ­თავს პრო­კუ­რა­ტუ­რას.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ერთ ფაქტს, თქვენ­თვის, ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი იქ­ნე­ბა, რომ ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი. უნდა ვი­სა­უბ­რო იმ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­თა­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს. სა­უ­ბა­რია ბა­ტონ სოსო გო­გაშ­ვილ­ზე, რო­მელ­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ მო­სა­მარ­თლე მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის მიერ ხდე­ბო­და სუს-ის გა­მო­ყე­ნე­ბით კონ­კრე­ტულ მო­სა­მარ­თლე­ზე ზე­წო­ლა.

მინ­და აგიხ­სნათ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რამ გა­ნა­პი­რო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. მო­გეხ­სნე­ბათ, რომ ბა­ტო­ნი სო­სოს მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, როცა ის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და სა­სა­მარ­თლო­ში უნდა გან­ხი­ლუ­ლი­ყო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხი, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­მი­კავ­შირ­და ასე­თი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლით, რომ თუ ჩემი მხრი­დან არ მოხ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა და მის მი­მართ არ შე­იც­ვლე­ბო­და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, არ იქ­ნე­ბო­და გა­მოშ­ვე­ბუ­ლი, ის გა­დად­გამ­და ყვე­ლა­ნა­ირ ნა­ბიჯს, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, ზო­გა­დად, მე, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს და ა.შ. დაგ­ვაბ­რა­ლებ­და რა­ღა­ცებს, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო და მო­ახ­დენ­და სა­სა­მარ­თლოს მაქ­სი­მა­ლურ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

ამის შემ­დგომ, რო­დე­საც კი­დევ დად­გა სა­კი­თხი უძ­რავ ქო­ნე­ბებ­ზე ყა­და­ღის და­დე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე მო­მი­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თუ მე არ ჩა­ვე­რე­ო­დი და არ ვუზ­რუნ­ველ­ვყოფ­დი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ყა­და­ღე­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად გა­ა­კე­თებ­და სა­ში­ნელ სი­ბინ­ძუ­რეს, მოხ­დე­ბო­და სა­სა­მარ­თლოს სის­ტე­მის კი­დევ ერთი დის­კრე­დი­ტა­ცია.

შე­სა­ბა­მი­სად, მო­ა­ყო­ლა ერთი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლამ იცით, რომ თით­ქოს მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე სუს-ის დახ­მა­რე­ბით მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ალა­ვი­ძე­ზე ახ­დენ­და ზე­წო­ლას. ამ გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ მე­სა­მედ მოხ­და ჩემ­თან შე­ტყო­ბი­ნე­ბა, და ფაქ­ტობ­რი­ვად, იმის აღი­ა­რე­ბა, რომ “ხომ ხე­დავ და­წყე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­დი­ტა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, თუ თქვენ არ გა­დად­გამთ გა­დამ­წყვეტ ნა­ბი­ჯებს და არ და­მეხ­მა­რე­ბით, გაგ­რძელ­დე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცია და მი­ი­ღებს არ­ნა­ხულ მას­შტა­ბებს. მოხ­დე­ბა ისე­თი ფაქ­ტე­ბის დაბ­რა­ლე­ბა, რომ­ლი­თაც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­თეთრდე­ბა”. ამი­ტომ, მე გა­დავ­წყვი­ტე, რომ პირ­ველ რიგ­ში, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს­თვის მეც­ნო­ბე­ბი­ნა და შემ­დგომ ვა­პი­რებ რე­ა­გი­რე­ბას, გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით მივ­მარ­თო უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რას", - გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.