დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში რიგით მე-10 საიუბილეო თბილისიმარათონი გაიმართება - კვირის პალიტრა

დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში რიგით მე-10 საიუბილეო თბილისიმარათონი გაიმართება

რიგით მე-10 საიუბილეო თბილისიმარათონი კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით 2022 წლის 25 სექტემბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. თბილისიმარათონის მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები.

თბილისიმარათონი 3 გარბენისგან შედგება:

· ნახევარმარათონი (21,097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 40 ლარი;

· 10 კილომეტრიანი გარბენი - რეგისტრაციის საფასური - 30 ლარი;

· ბავშვთა გარბენები (6-11 წლამდე - 500მ და 11-15 წლამდე - 1,2კმ) - უფასო რეგისტრაცია.

მონაწილეები წელსაც საქველმოქმედო მიზნებისთვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის ირბენენ. მიზანი იდენტურია - ღონისძიებიდან შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტი“ წლევანდელ ბენეფიციარს - ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნული ცენტრის 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯის მშენებლობას მოახმარს. ამ დრომდე ქვეყანაში არსებული ყველა ცენტრი მხოლოდ 16 წლამდე აუტიზმის მქონე ბავშვების თერაპიას ემსახურება. 16 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის არ არსებობს არცერთი სერვისის მიმწოდებელი ცენტრი, რაც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ფერადი ქალაქი, რომელსაც აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები აშენებენ, რეგიონალური მასშტაბის პროექტია, სადაც ბენეფიციარები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს განივითარებენ. აუტიზმის ეროვნული ცენტრი მათი იმედი და მომავლის შანსია.

2015 წლიდან თბილისმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება. შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, MYLAPS-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება.

თბილისიმარათონი 2022 -ის მხარდამჭერები არიან:

ქალაქ თბილისის მერია; საქართველოს საპატრულო პოლიცია; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; გერმანიის საელჩო საქართველოში; საბერძნეთის საელჩო საქართველოში; საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია; ფედერაცია სპორტი ყველასათვის.

ღონისძიების მედია მხარდამჭერია: საზოგადოებრივი მაუწყებელი; ტელეკომპანია იმედი.

ღონისძიების სპონსორები: საქართველოს ბანკი, Castrol Georgia, World Class Georgia; კავეა; დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი; საქართველოს რკინიგზა; ნიუ ვიჟენ დაზღვევა; ნატახტარი; ნატახტარი ზიგზაგი; ბახმარო; ნაბეღლავი; რაუხი; ვენდი’ს ჯორჯია; დანკინ’ დონატსი; სპორტკომპლექსი არენა; Go Sport Georgia; Hummel; Oshee; BIKE.GE; Gymnasia; TrailLab; შერატონ მეტეხი პალასი, სასტუმრო ამბასადორი; აჭარა ჯგუფი; ჰოლიდეინ ინნ თელავი; ორგანიკა; LOOMBA LAB; Malongo.