თბილისში ბინის ქირა დაახლოებით 80%-ით გაიზარდა - "რომ არ ჩამოსულიყვნენ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები, ამ ზრდიდან 2/3 არ გვექნებოდა" - კვირის პალიტრა

თბილისში ბინის ქირა დაახლოებით 80%-ით გაიზარდა - "რომ არ ჩამოსულიყვნენ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები, ამ ზრდიდან 2/3 არ გვექნებოდა"

2022 წლის აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, ბი­ნის ქირა თბი­ლის­ში, წლი­უ­რად, 79%-ით არის გაზ­რდი­ლი, ბი­ნის გა­სა­ყი­დი ფასი კი 27%-ით.

რო­გორც "თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის“ უფ­რო­სი ასო­ცი­რე­ბუ­ლი მკვლე­ვა­რი, გი­ორ­გი მჟა­ვა­ნა­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტავს, კვად­რა­ტულ მეტრზე ფასი 24.8 ლა­რით გა­ი­ზარ­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ბი­ნის ქი­რის 79%-იან ზრდა­ზე გავ­ლე­ნა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა მო­ახ­დი­ნა, მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის, ბე­ლა­რუ­სის და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მოს­ვლა.

„2022 წლის აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, წინა წლის აგ­ვის­ტოს­თან შე­და­რე­ბით, ბი­ნის ქირა 79%-ით არის გაზ­რდი­ლი - კერ­ძოდ, კვად­რა­ტულ მეტრზე 24.8 ლა­რით. ფა­სის ზრდას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს. ამ 79%-იანი ზრდი­დან, რაც დო­ლარ­ში გვაქვს, ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 2/3 მო­დის მიგ­რა­ცი­ა­ზე. მიგ­რა­ცია რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო რუ­სე­თის, ბე­ლა­რუ­სის და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ამ ზრდი­დან 2/3 არ გვექ­ნე­ბო­და, და­ახ­ლო­ე­ბით 25%-ით იქ­ნე­ბო­და გაზ­რდი­ლი ქირა და არა 79%-ით. წლი­უ­რად 25 %-ით იმი­ტომ გა­იზ­რდე­ბო­და, რომ ქირა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ე­ცა პან­დე­მი­ურ წლებ­ში, 2021 წლის მე­ო­რე კვარტლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნა, რე­გი­ონ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ თბი­ლის­ში, ბა­თუმ­შიც და­ი­წყო ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბის აღ­დგე­ნა, რაც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დე­ბა ქი­რა­ზე.

ქირა ისე­დაც გა­იზ­რდე­ბო­და, თუმ­ცა მიგ­რა­ცი­ამ ეს პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა და 25%-იანი ზრდის ნაც­ვლად, 79-80%-იანი ზრდა გვაქვს.

მე­ო­რე ფაქ­ტო­რია ეკო­ნო­მი­კის სწრა­ფი აღ­დგე­ნა წელს და გა­სულ წელ­საც. მიმ­დი­ნა­რე წელს ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნა და პან­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დი­დან გა­მოს­ვლა ყვე­ლა­ფერ­ზე მოქ­მე­დებს. აგ­ვის­ტო­ში ასე­ვე და­ე­მა­ტა სტუ­დენ­ტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ეფექ­ტი, რაც სწავ­ლის და­წყე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რა­საც ვხე­დავთ, ამან სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მოშ­ვა. ეს და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, ამან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნა ქი­რის ფას­ზე, რად­გან სტუ­დენ­ტე­ბის მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. ასე­ვე, თვი­დან თვემ­დე რომ შევ­ხე­დოთ, აქაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა იყო.

მინ­და ასე­ვე, აღ­ვნიშ­ნო ლა­რის კურ­სი, ლა­რის გამ­ყა­რე­ბა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს დო­ლარ­ში გა­მო­სა­ხულ ქი­რა­სა და გა­სა­ყიდ ფას­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. თუ დო­ლარ­ში ქი­რის ზრდა გვაქვს 79%, ლარ­ში არის 60%. თუ გა­ყიდ­ვის ფას­ზე ვი­სა­უბ­რებთ, გა­ყიდ­ვის ფა­სიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი. თუ ბი­ნის ქირა აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით 79%-ით გა­ი­ზარ­და დო­ლარ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 27%-ით არის გაზ­რდი­ლი ბი­ნის გა­სა­ყი­დი ფასი თბი­ლის­ში“, - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი მჟა­ვა­ნა­ძე.

IPN