"მინდა, ეს ჯილდო მივუძღვნა ჩემს ემიგრანტ დედას და უმუშევარ მამას, სხვა მამებს, რომლებიც პატიოსანი შრომით ამ ქვეყანაში ადგილს ვერ იმკვიდრებენ" - ვინ არის "საბას" გამარჯვებული? - კვირის პალიტრა

"მინდა, ეს ჯილდო მივუძღვნა ჩემს ემიგრანტ დედას და უმუშევარ მამას, სხვა მამებს, რომლებიც პატიოსანი შრომით ამ ქვეყანაში ადგილს ვერ იმკვიდრებენ" - ვინ არის "საბას" გამარჯვებული?

პრე­მია საბა 2022 დას­რულ­და. ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წლის სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტის კა­ტე­გო­რი­ა­ში მწე­რალ­მა თემო რეხ­ვი­აშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა, წიგ­ნით "კუ­რი­ე­რის ამ­ბე­ბი.

ემო­ცი­უ­რი იყო მისი სა­მად­ლო­ბე­ლი სი­ტყვა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ მალე სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­დის. ამის მი­ზე­ზად არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

"მინ­და, ეს ჯილ­დო სიმ­ბო­ლუ­რად მი­ვუ­ძღვნა ჩემს მშობ­ლებს, ჩემს ემიგ­რანტ დე­დას და სხვა ემიგ­რანტ დე­დებს, რო­მელ­თა ნა­წი­ლი სწო­რედ ამ და სხვა პრობ­ლე­მე­ბის გამო იმ­ყო­ფე­ბი­ან ემიგ­რა­ცი­ა­ში, უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნილ მა­მა­ჩემს და სხვა მა­მებს, რომ­ლე­ბიც ამ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­კუ­თარ ად­გილს ვერ იმ­კვიდ­რე­ბენ.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში მეც დავ­ტო­ვებ ამ ქვე­ყა­ნას, სა­დაც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ბე­რი­ლი ფა­სე­ბი, ბან­კე­ბის მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი, შრო­მის კო­დექ­სის უფუნ­ქცი­ო­ბა და კი­დევ მრა­ვა­ლი სხვა რამ გვა­წა­მებს და ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას. მივ­დი­ვარ და ვი­ტო­ვებ იმედს, რომ ყვე­ლა­ფე­რი მალე შე­იც­ვლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თემო რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

იხილეთ ვიდეო - ambebi.ge