სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მაქარაშვილი-ბერძენიშვილის უფლებები არ დარღვეულა - როგორ ეხმაურება გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი? - კვირის პალიტრა

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მაქარაშვილი-ბერძენიშვილის უფლებები არ დარღვეულა - როგორ ეხმაურება გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი?

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნათ­ლად უს­ვამს ხაზს იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად,- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი რატი ბრე­გა­ძე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გი­ორ­გი მა­ქა­რაშ­ვი­ლის, ირაკ­ლი კა­ჭა­რა­ვა­სა და ზუ­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­ნის­ტრმა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ შემ­დგომ­შიც ბა­ლან­სი იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას, უფ­ლე­ბებ­სა და და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს შო­რის.

"მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს კურსს, რა­საც ჰქვია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ნათ­ლად უს­ვამს ხაზს იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პო­ლი­ცი­ის, ისე­ვე რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ სხვა წარ­მო­მად­გენ­ლის მოქ­მე­დე­ბა შემ­დგომ­შიც იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კო­რექ­ტუ­ლი და ყო­ველ­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი გო­ნივ­რუ­ლი ბა­ლან­სი ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას, უფ­ლე­ბებ­სა და და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს შო­რის“,- გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „რუს­თა­ვი 2“-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მა­ქა­რაშ­ვი­ლის, ირაკ­ლი კა­ჭა­რა­ვა­სა და ზუ­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის სარ­ჩელ­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს შე­ფა­სე­ბით, 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან გა­მარ­თუ­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ი­სას მა­ქა­რაშ­ვი­ლი­სა და ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მი­მართ შეკ­რე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა არ დარ­ღვე­უ­ლა.

ambebi.ge