რა განცხადებას ავრცელებს ჟვანიას კლინიკა გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით? - კვირის პალიტრა

რა განცხადებას ავრცელებს ჟვანიას კლინიკა გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით?

ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა უარ­ყოფს "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დამ­სხმე­ლის ად­ვო­კა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გივი ნარ­სი­ას შვი­ლი მათ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კლი­ნი­კის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ქუ­თა­ის­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის გრი­გოლ ნარ­სი­ას ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­კა­ვე­ბულ­მა "მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

შვი­ლი გუ­ლის მან­კი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 6 თვი­დან მკურ­ნა­ლობს და ახლა 14 წლი­საა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში გა­დის, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გულ­ზე შუნ­ტი­რე­ბა 6 თვის ასაკ­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს. მას სა­ხელ­მწი­ფოს­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ ჰქო­ნია“. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში დაშ­ვე­ბუ­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გივი ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის პე­დი­ატ­რი­ის აკა­დე­მი­უ­რი კლი­ნი­კი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უზუს­ტო­ბა; ვი­ნა­ი­დან ხსე­ნე­ბულ კლი­ნი­კა­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს ბავ­შვთა კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, არ ტარ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­კა­ვე­ბუ­ლის, გრი­გოლ ნარ­სი­ას შვილს ამ კლი­ნი­კა­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის გავ­ლა არ შე­ეძ­ლო და არც გა­უვ­ლია.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კლი­ნი­კას არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია გრი­გოლ ნარ­სი­ას შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და ზე­მოთ მი­თი­თე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზით კი­დევ ერთხელ უარ­ყოფს გივი ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის პე­დი­ატ­რი­ის აკა­დე­მი­ურ კლი­ნი­კა­ში გრი­გოლ ნარ­სი­ას შვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის ფაქტს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ნარ­სი­ას ად­ვო­კატ­მა ცი­ცი­ნო ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ბან­კში შეჭ­რის მი­ზე­ზი და­კა­ვე­ბუ­ლის შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა.ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა და­გეგ­მი­ლი არ ჰქონ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, მას შემ­დეგ, რაც ნარ­სი­ამ სა­ლა­რო­ში ფული მო­ი­თხო­ვა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მი­ვიდ­ნენ, ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მძევ­ლე­ბი აეყ­ვა­ნა.

"მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. შვი­ლი გუ­ლის მან­კი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 6 თვი­დან მკურ­ნა­ლობს და ახლა 14 წლი­საა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში გა­დის, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გულ­ზე შუნ­ტი­რე­ბა 6 თვის ასაკ­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს. მას სა­ხელ­მწი­ფოს­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ ჰქო­ნია" - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

ambebi.ge