როდემდე გასტანს ნალექიანი ამინდი საქართველოში? - კვირის პალიტრა

როდემდე გასტანს ნალექიანი ამინდი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.