"მობილიზაციის შესახებ დადგენილების საიდუმლო პუნქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, ერთი მილიონი ადამიანი გაიწვიოს" - "ნოვაია გაზეტა" - კვირის პალიტრა

"მობილიზაციის შესახებ დადგენილების საიდუმლო პუნქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, ერთი მილიონი ადამიანი გაიწვიოს" - "ნოვაია გაზეტა"

რუ­სეთ­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლო მეშ­ვი­დე პუნ­ქტი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­იწ­ვი­ოს ერთი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი. ამის შე­სა­ხებ "ნო­ვა­ია გა­ზე­ტა" - ევ­რო­პას“ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და.

ერთი დღით ადრე, იუ­რი­დი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის პორ­ტა­ლის ვებგ­ვერ­დზე ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის სკა­ნი­რე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა რუ­სეთ­ში "ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის“ შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ. გან­კარ­გუ­ლე­ბის მეშ­ვი­დე პუნ­ქტი მო­ნიშ­ნუ­ლია გრი­ფით: "ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას, პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ი­დუმ­ლო პუნ­ქტი ეხე­ბო­და რე­ზერ­ვის­ტთა რა­ო­დე­ნო­ბას, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­იწ­ვი­ონ.

”ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია ვთქვა, არის ის, რომ სერ­გეი შო­ი­გუმ თა­ვის ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა: ”300 ათა­სი ადა­მი­ა­ნი”. აქ სა­უ­ბა­რია 300 ათა­სამ­დე ადა­მი­ან­ზე“ - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

"ნო­ვა­ია გა­ზე­ტა - ევ­რო­პას“ თა­ნა­მო­სა­უბ­რემ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ხაზი გა­უს­ვა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­ნი­ხი­ლე­ბო­და გან­კარ­გუ­ლე­ბის მთლი­ა­ნი ტექ­სტის "ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის“ გრი­ფით შეყ­ვა­ნის სა­კი­თხი, რა­საც მხარს უჭერ­დნენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, წყა­როს ცნო­ბით, გა­და­წყდა გრი­ფის ქვეშ და­ე­მა­ლათ მხო­ლოდ მეშ­ვი­დე პუნ­ქტი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ეხე­ბო­და მო­ბი­ლი­ზე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას. "ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე­ჯერ შეს­წორ­და და სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი მი­ლი­ონ­ზე შე­ჯერ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და გა­მო­ცე­მის წყა­რომ.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად "ნო­ვა­ია გა­ზე­ტა - ევ­რო­პა“ ასე­ვე ცდი­ლობ­და და­კავ­ში­რე­ბო­და აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წესი, იღე­ბენ პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბის სრულ ტექ­სტებს, მათ შო­რის კლა­სი­ფი­ცი­რე­ბულს, რო­გორც "ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის“. რამ­დე­ნი­მე სა­მი­ნის­ტროს წყა­როს ცნო­ბით, მათ ვერ მი­ი­ღეს გან­კარ­გუ­ლე­ბის სრუ­ლი ტექ­სტი და ამის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტე­ბის მარ­თვის სის­ტე­მა­ში არ არ­სე­ბობს.

ambebi.ge