"ჩეჩნეთში მობილიზაცია არ განხორციელდება, გეგმას 254%-ით გადავაჭარბეთ" - კვირის პალიტრა

"ჩეჩნეთში მობილიზაცია არ განხორციელდება, გეგმას 254%-ით გადავაჭარბეთ"

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის განცხადებით, რესპუბლიკაში მობილიზება არ განხორციელდება, რადგან მათ უკვე „გეგმას გადააჭარბეს“.

კადიროვის მტკიცებით, უკრაინაში ომის დროს საბრძოლო მოქმედებებში 20 000 ადამიანი მონაწილეობდა და ჩეჩნეთმა „დასახულ გეგმას“ 254%-ით გადააჭარბა.

ამასთან, მას არ დაუზუსტებია, რა გეგმაზეა საუბარი და ვის მიერ არის ის დამტკიცებული.

IPN