კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება - კვირის პალიტრა

კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრება გაიმართა.

„ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საიუბილეო თარიღები. კერძოდ, აღსაყდრებიდან - 45 და დაბადებიდან 90 წელი.

მღვდელმთავრებმა სწორედ აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს“- აცხადებენ საპატრიარქოში.

IPN