როგორ მოხვდა მნიშვნელოვანი არტეფაქტი მისი ერთ-ერთი აღმომჩენის სახლში? - რას აცხადებს პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი 1.8 მლნ წლის წინანდელ კბილთან დაკავშირებულ სკანდალზე? - კვირის პალიტრა

როგორ მოხვდა მნიშვნელოვანი არტეფაქტი მისი ერთ-ერთი აღმომჩენის სახლში? - რას აცხადებს პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი 1.8 მლნ წლის წინანდელ კბილთან დაკავშირებულ სკანდალზე?

ამ ცოტა ხნის წინ ambebi.ge წერ­და, რომ დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ოროზ­მან­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ 1.8 მლნ წლით და­თა­რი­ღე­ბულ ფე­ნებ­ში ად­რე­უ­ლი ჰომო ერექ­ტუ­სის ქვე­და ყბის კბი­ლი, მე-4 პრე­მო­ლა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა. არ­ქე­ო­ლო­გი­ი­სა და პრე­ის­ტო­რი­ის ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის შე­ფა­სე­ბით, ეს სენ­სა­ცი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნაა. მომ­ხდარს ბრი­ტა­ნუ­ლი მა­უ­წყე­ბე­ლი BBC -იც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა.

გან­ცხა­დე­ბა ამის თა­ო­ბა­ზე ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გავ­რცელ­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი არ­ტე­ფაქ­ტი ერთ-ერთი არ­ქე­ო­ლო­გის სახ­ლში ინა­ხე­ბო­და და რომ მომ­ხდა­რით გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია და­ინ­ტე­რეს­და.

"ოროზ­მა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ გა­თხრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 2022 წლის 1 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ გას­ცა ნე­ბარ­თვა ოროზ­მან­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. თუმ­ცა, 2022 წლის 20 სექ­ტემ­ბრამ­დე, არც სა­ა­გენ­ტოს და არც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს არა­ვი­თა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა არ მი­უ­ღია გა­თხრე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ან მათი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ, და არც გა­ნა­თხა­რი მა­სა­ლა ყო­ფი­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ვი­ნა­ი­დან ცნო­ბი­ლი იყო ოროზ­მან­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ (ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაც) და ჩა­ით­ვა­ლა, რომ არ­სე­ბობ­და მა­სა­ლის და­კარ­გვის რის­კი, 2022 წლის 19 სექ­ტემ­ბერს, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, რო­გორც გა­თხრებ­ზე ნე­ბარ­თვის გამ­ცემ­მა ორ­გა­ნომ, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას.

20 სექ­ტემ­ბერს, გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა­ში, გა­მო­კი­თხულ იქნა ექ­სპე­დი­ცი­ის ერთ-ერთი წევ­რი (სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი), რო­მელ­მაც აღი­ა­რა, რომ ოროზ­მა­ნის გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნის კბი­ლი ოროზ­მა­ნი­დან იქნა წა­მო­ღე­ბუ­ლი ისე, რომ არა­ვი­თა­რი დო­კუ­მენ­ტი ამის შე­სა­ხებ არ გა­ფორ­მე­ბუ­ლა, მა­სა­ლა მუ­ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა და ის მას ჰქონ­და წა­ღე­ბუ­ლი სახ­ლში, სა­დაც ინა­ხავ­და ტან­საც­მლის კა­რა­და­ში სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, რად­გან "ნივთს ჰქონ­და სა­მეც­ნი­ე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა“.

მან ამის შე­სა­ხებ თა­ვად შე­ად­გი­ნა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა და ხელ­მო­წე­რით და­ა­დას­ტუ­რა ფაქ­ტი. იმა­ვე დღეს, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მო­ცე­მუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მი­სი­ვე ბი­ნა­ში, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ ამო­ღე­ბულ იქნა უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნის კბი­ლი ტან­საც­მლის კა­რა­და­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ჩან­თი­დან. ჩან­თა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი პა­კე­ტი გა­იხ­სნა თა­ნამ­შრომ­ლის თან­დას­წრე­ბით, შედ­გა შე­სა­ბა­მი­სი ოქმი, და­ი­ლუ­ქა ხე­ლახ­ლა იმა­ვე პი­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მელ­მაც ხელ­მო­წე­რით და­ა­დას­ტუ­რა ყო­ვე­ლი­ვე. ამო­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა (კბი­ლი), და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით, 20 სექ­ტემ­ბერს ჩა­ბარ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს. მო­ცე­მულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­სა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მსვლე­ლო­ბის მი­სა­ცე­მად, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­და­საგ­ზავ­ნად.ამას­თან, გა­მო­ირ­კვა, რომ კბილ­თან ერ­თად აღ­მო­ჩე­ნი­ლი სხვა ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­გორც თა­ვის­თა­ვად, ისე კბი­ლის და­სა­თა­რი­ღებ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ყო­ველ­გვა­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­ფორ­მე­ბი­სა და მა­სა­ლის სრულ­ყო­ფი­ლი აღ­წე­რის გა­რე­შე, ოროზ­მა­ნი­დან ასე­ვე გად­მო­ტა­ნილ იქნა (თა­რი­ღი უც­ნო­ბია) თბი­ლის­ში და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად და­სა­წყობ­და ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ერთ-ერთ ყო­ფილ შე­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც ავა­რი­უ­ლია და სა­დაც არც ერთი ოთა­ხი და­ცუ­ლი არ არის. 20 სექ­ტემ­ბერს, მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ, შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით აღი­წე­რა, შე­ი­ფუ­თა, და­ი­ნომ­რა, და­სუ­რათ­და და ჩა­ბარ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გავ­რცელ­და კბი­ლის ამო­ღე­ბის ვი­დე­ო­კად­რე­ბიც.

მომ­ხდარ­ზე ისა­უბ­რა ოროზ­მა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგლის ერთ-ერ­თმა აღ­მომ­ჩენ­მა, პა­ლე­ონ­ტო­ლოგ­მა ნიკა ვა­ნიშ­ვილ­მა. მან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მე­დი­ას­თან მას შემ­დეგ, რაც ოროზ­მა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლით კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია და­ინ­ტე­რეს­და. მან გა­უ­გებ­რო­ბა უწო­და იმ ფაქტს, რომ სა­მი­ნის­ტრომ მის სახ­ლში არ­ტე­ფაქ­ტის, 1.8 მი­ლი­ო­ნი წლის წი­ნან­დე­ლი კბი­ლის დრო­ე­ბით შე­ნახ­ვა კა­ნონ­დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნია და ახ­სნა, რა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კბი­ლის სახ­ლში წა­ღე­ბის შე­სა­ხებ.

მის კო­მენ­ტარს "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს:

"პირ­ველ რიგ­ში მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა ჩემს 22-წლი­ან პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რა­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, მოხ­და გა­უ­გებ­რო­ბა. გა­უ­გებ­რო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ როცა დას­რულ­და ექ­სპე­დი­ცია, 19 სექ­ტემ­ბერს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენ უნდა მოგ­ვეხ­დი­ნა მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ბა­ზი­დან თბი­ლის­ში, პა­ლე­ო­ბი­ო­ლი­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში და ამ მა­სა­ლას სჭირ­დე­ბო­და ფრთხი­ლად ჩატ­ვირ­თვა ავ­ტო­მო­ბილ­ში, მერე ფრთხი­ლად ტრან­სპორ­ტი­რე­ბა თბი­ლი­სამ­დე და შემ­დეგ მო­ვახ­დი­ნეთ ამ მა­სა­ლე­ბის გა­და­ტა­ნა პა­ლე­ო­ბი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში, ამან წა­ი­ღო ძა­ლი­ან დიდი დრო და უკვე სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას და­ვას­რუ­ლეთ. ამა­სო­ბა­ში ვერ მო­ხერ­ხდა სა­თა­ნა­დოდ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა უსაფრ­თხო სე­ი­ფის, ვი­ნა­ი­დან სე­ი­ფი იყო ძა­ლი­ან მძი­მე და ექ­სპე­დი­ცი­ის სხვა წევ­რი აღარ იყო ჩემ­თან ერ­თად, მარ­ტო ვი­ყა­ვი და მისი და­ცულ ოთახ­ში გა­და­ტა­ნა ვერ მო­ვა­ხერ­ხე სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ვერ შევ­ძე­ლი და­ცულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ეს კბი­ლი პა­ლე­ო­ბი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში. ამას და­ერ­თო ის, რომ სახ­ლი­დან შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ ჩემი 3 წლის შვილს ჰქონ­და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ იღებ­და საკ­ვებს და წყალს და აღ­მოვ­ჩნდი ძა­ლი­ან სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ფორ­სმა­ჟო­რულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­მი­წია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, კბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ეს კბი­ლი ჩემს სა­ვე­ლე ზურგჩან­თა­ში, უსაფრ­თხოდ, სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­კუთ­ვნილ ჯი­ბე­ში და ერთი ღა­მით წა­მე­ღო უსაფრ­თხოდ, ჩემ­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო სახ­ლში და შემ­დეგ უკვე და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა ინ­სტი­ტუ­ტში სხვა მა­სა­ლებ­თან", - უთხრა ნიკა ვა­ნიშ­ვილ­მა მე­დი­ას სო­ფელ ოროზ­მან­ში.

ambebi.ge