"7 ტყვია დასჭირდა" - რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა როგორ დაგლიჯა პიტბულმა 3 ადამიანი (VIDEO) - კვირის პალიტრა

"7 ტყვია დასჭირდა" - რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა როგორ დაგლიჯა პიტბულმა 3 ადამიანი (VIDEO)

უმძიმესი შემთხვევა ვარკეთილში გუშინ, საღამოს მოხდა. პიტბული ასაკოვან ქალს თავს დაესხა, წააქცია და მძიმე დაზიანებები მიაყენა. როგორც თვითმხილველი "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას აღნიშნავს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ადგილობრივები საკუთარ ძაღლებს ასეირნებდნენ.

ქალის დასახმარებლად პატრონი მივიდა და ძაღლმა მასაც მძიმე დაზიანებები მიაყენა. ადგილობრივებმა პატრული გამოიძახეს, თუმცა სანამ პატრული და სასწრაფო ადგილზე მივიდა, პიტბულმა 3 ადამიანის დაგლეჯა მოასწრო.

წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, "პალიტრავიდეოსთან" ამბობს, რომ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ყველაზე მეტად ძაღლის მეპატრონე დაშავდა. (წყარო)

სა­მი­ვე მო­ქა­ლა­ქე ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ambebi.ge -ს შემ­დე­გი გა­ნუ­ცხა­დეს:

"ბოლო ექ­ვსი თვეა პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღარ გავ­ცემთ. რაც შე­ე­ხე­ბა პიტ­ბუ­ლის­გან დაგ­ლე­ჯილ სამ ადა­მი­ანს, გი­დას­ტუ­რებთ, რომ ჩვენს კლი­ნი­კა­ში იყ­ვნენ შე­მოყ­ვა­ნი­ლე­ბი და ამ წუ­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­წე­რი­ლე­ბი არი­ან".

თვითმხილ­ვე­ლე­ბი "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თან" სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნე­ბენ:

"გა­მო­ე­ქა­ნა და ერთ-ერთ ქალს და­ეს­ხა თავს, ამა­სო­ბა­ში პატ­რო­ნიც ამო­ვარ­და. პიტ­ბულ­მა ყელ­ში იცის წვდო­მა და ყელ­ში რომ უნდა სწვდო­მო­და, ეს პატ­რო­ნი გა­და­ე­ფა­რა. ეს ძაღ­ლი მოჰ­ყვა პატ­რონ­სა და ამ ქალს შო­რის... მუც­ლის არე და­უ­გლი­ჯა ორი­ვეს. შემ­დეგ ერთ-ერთი ბიჭი მო­ვი­და და ძაღ­ლი უკა­ნა ფე­ხე­ბით და­ით­რია, შემ­დეგ ამას ეცა... და­გლეჯ­ა და­უ­წყო და ამასობაში, პატ­რუ­ლიც მო­ვი­და... 7 ტყვია დას­ჭირ­დათ, რომ მო­ეკ­ლათ. სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. ბნე­ლო­და, აქეთ დაგ­ლე­ჯი­ლი ქა­ლე­ბი იყ­ვნენ, იქით - პიტ­ბუ­ლი ბიჭს გლეჯ­და და პო­ლი­ცი­ამ ძა­ლი­ან ივაჟ­კა­ცა" - ამ­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი.