"ამ ტრაგედიამ მთელი რუსთავი დაადუმა... მარიამი ბებია-ბაბუასთან ერთად დაიღუპა" - ავარიას ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ამ ტრაგედიამ მთელი რუსთავი დაადუმა... მარიამი ბებია-ბაბუასთან ერთად დაიღუპა" - ავარიას ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი რუს­თა­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა, მა­რი­ამ დუ­გ­ლა­ძე გუ­შინ დაკ­რძა­ლეს. გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე დღე "ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში" სიკ­ვდილს ებ­რძო­და. რო­გორც კლი­ნი­კის თა­ნამ­შრო­მელ­მა გვი­თხრა, მას სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­სა­ბა­მო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და და სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს მა­რი­ა­მი კა­ხე­თი­დან რუს­თავ­ში ბრუნ­დე­ბო­და. სა­ჭეს­თან თვი­თონ იჯდა, მას­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში იყ­ვნენ მისი ბე­ბია, პაპა და მა­რი­ა­მის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი.

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­ნავ­ში 12 სექ­ტემ­ბერს ერ­თმა­ნეთს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი ტრა­ი­ლე­რი შე­ე­ჯახ­ნენ. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ბე­ბია და პაპა, ხოლო მა­რი­ა­მი და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მა­რი­ა­მის დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო და იქ გა­ი­გო ეს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი და იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­ვი­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ გა­დარ­ჩა პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა.

"ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ა­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს ავა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვი, ის ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ ბავ­შვს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ჰქონ­და. სა­ხე­ზე ჰქონ­და პა­ტარ-პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბე­ბი, შუბ­ლზე ორი ნა­კე­რი და­ა­დო ექიმ­მა და მა­ლე­ვე გა­წე­რეს. მისი დედა, ახალ­გაზ­რდა ქალი უმ­ძი­მე­სი და უი­მე­დო შე­მო­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში. ის ზე­მოთ, დი­დე­ბის რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა. სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ხერ­ხდა მისი გა­დარ­ჩე­ნა. ტვი­ნი თა­ვი­დან­ვე მკვდა­რი იყო, აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, გული მუ­შა­ობ­და მხო­ლოდ და მთე­ლი კლი­ნი­კა შეძ­რუ­ლი იყო ამ ამ­ბით. მა­ინც ყვე­ლა­ნა­ირ შანსს იყე­ნებ­დნენ, რომ რო­გორ­მე გა­და­ერ­ჩი­ნათ. მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს. ყვე­ლა შან­სი გა­მო­ი­ყე­ნეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და" - გვი­თხრა კლი­ნი­კის თა­ნამ­შრო­მელ­მა.

მა­რი­ამ დუ­გ­ლა­ძე რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­და თა­ვის პა­ტა­რა ბი­ჭთან ერ­თად. AMBEBI.GE მა­რი­ა­მის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა:

"კა­მა­ზი და მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს. სა­ჭეს­თან მა­რი­ა­მი იჯდა. უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა, ბე­ბია, ბა­ბუა, მა­რი­ა­მი და მისი შვი­ლი იყ­ვნენ ერ­თად. მა­რი­ა­მის ბე­ბი­ის, ას­მა­თის დის სახ­ლში იყ­ვნენ კა­ხეთ­ში და იქი­დან უკან, რუს­თავ­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. წინა დღე­ებ­ში მა­რი­ამს სი­ცხე­ე­ბი ჰქო­ნია, თურ­მე ცუ­დად იყო. იმ დღეს რა მოხ­და, არ ვი­ცით, ამ­ბო­ბენ, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლაო, ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

რამ­დე­ნი­მე დღე კო­მა­ში იყო. გუ­შინ დაკ­რძა­ლეს. სა­ოც­რად კარ­გი გოგო იყო, ბედ­ნი­ე­რე­ბას ას­ხი­ვებ­და. დე­და­მი­სი ეკა ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია იტა­ლი­ა­შია და ამ უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა­ნი. გააგრძელეთ კითხვა